მთავარი გვერდი > კონფერენცია – 2006 > სიახლეები > საერთაშორისო კონფერენცია
„ქალთა მონაწილეობის გაძლიერება დემოკრატიულ პროცესებში“, 22 ივლისი |
საერთაშორისო კონფერენცია
„ქალთა მონაწილეობის გაძლიერება დემოკრატიულ პროცესებში“,
22 ივლისი

22 ივნისს სასტუმრო „ქორთიარდ-მარიოტში“ საქართველოს ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ინიციატივითა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს (OSCE/ODIHR) ხელშეწყობით გაიხსნა კონფერენცია თემაზე „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება დემოკრატიულ პროცესებში“.
კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტისა თუ მთავრობის წევრები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თინა ილსენი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს თავმჯდომარე: „თანასწორი უფლებები და შესაძლებლობები ქვაკუთხედია დემოკრატიისა, დემოკრატია კი არასრულფასოვანია გენდერული ტანასწორობის გარეშე... ეუთომ ვალდებულება აიღო დაეხმაროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. კოალიციაში 80-ზე მეტი ორგანიზაციაა გაერთიანებული და ჩვენ ვხედავთ პროცესს განვითარებისა“.
დგას თუ არა გენდერული თანასწორობის პრობლემა საქართველოში?
ნინო ბურჯანაძე, საქართველოს პარლამენტის სპიკერი: „ის ფაქტი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ქალია, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში გენდერული თანასწორობა დაცულია. გენდერული თანასწორობა გულისხმობს, რომ ქალი და მამაკაცი ყველა დონეზე თანაბარი უფლებებით იყოს წარმოდგენილი“.
თამარ ბერუჩაშვილი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე: „დემოკრატია, მართლაც არ არის სრულყოფილი თანასწორობის გარეშე, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია და ვფიქრობ, საქართველომ ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით“
კონფერენცია სამი მიმართულებით მუშაობს:
- ქალთა პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობის გამაძლიერებელი ინსტრუმენტები და მექანიზმები;
- ქალი, კონფლიქტის მოგვარება, მშვიდობის მშენებლობა და უსაფრთხოება;
- ერთიანი პლატფორმის შესამუშავებელი ეფექტური გარემო, ქალთა ქსელები და კოალიციები.
კონფერენციაზე კოალიციის წევრები ხუთწლიანი მუშაობას შეაჯამებენ, არასამთავრობო სექტორის მომავალი თანამშრომლობას დაგეგმავენ არა მხოლოდ ეროვნულ, რეგიონულ, არამედ საერთაშორისო დონეზე.
დასასრულ ქალბატონები გამოიმუშავებენ რეკომენდაციებს და დაუგზავნიან ხელისუფლებას, საზოგადოებრივ ორგანიზაცეებს, პოლიტიკურ პარტიებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორებს...
|