Georgian    Russian  
 

GenderMediaCaucasus

Women's Center

GenderInformationalPortal

მთავარი გვერდი > კონფერენცია – 2006 > სამუშაო სექციები

სამუშაო სექცია

„დემოკრატიულ პროცესებში ქალთა აქტივობის გამაძლიერებელი ნაციონალური მექანიზმები“

მოდერატორი – ქეთი დადუნაშვილი.

სექციის მუშაობაში მონაწილეობდა 35-მდე ადამიანი.

სექციაზე გაკეთდა მოხსენებები:

მაია კუპრავა-შარვაშიძე, კოალიციის „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში“

თამარ მაისურაძე, „ეროვნული მექანიზმების განვითარება საქართველოში“

მირა კარიბაევა, სოციალური ტექნოლოგიების სააგენტო, ყირგიზეთი, „ეროვნული მექანიზმების დახვეწა ყირგიზეთში“

თამარ ბაგრატია, „საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები და გენდერული პრობლემატიკა“

ჯემა ჰასრატიანი, უმაღლესი განათლების მქონე ქალთა ასოციაცია, სომხეთი, „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, როგორც დემოკრატიის პრობლემა. სოციალური პარტნიორობის ეფექტური მექანიზმების ფორმირება გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე“

ნინო შიოშვილი, „ქალთა სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში“.

მაია კუპრავა-შარვაშიძე: „2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემოდგომ საქართველოს ქალთა არასამთავრობო კოალიციის წევრების ინიციატივით ინსტიტუციური მექანიზმების სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის მიზანია: გენდერული თანასწორობის მიმართულობით ეფექტური ინსტიტუციის შექმნა და განვითარება. ჯგუფმა ქვეყნის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს საქართველოში გენდერული თანასწორობის ეფექტური ინსტიტუციური მექანიზმების შექმნისათვის საინიციატივო პაკეტი შესთავაზა.

2004 წელს შეიქმნა გენდერული თანასწორობის საკითხთა სამთავრობო სამუშაო ჯგუფი, პარლამენტის თავჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭო, 2005 წელს – სამთავრობო დროებითი კომისია.

კომისია და საბჭო არსებობენ, მაგრამ ჯერჯერობით მათი მუშაობა საკმაოდ არაეფექტურია. ამ სტრუქტურებმა უნდა შეიმუშავონ რეკომენდაციები პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მიმართ, უნდა გააკეთონ კანონების გენდერული ანალიზი, ამ მიმართულებით ჯერ თითქმის არაფერი გაკეთებულა“.

ინსტიტუციური მოწყობის თვალსაზრისით სასიკეთო ცვლილებები შეინიშნება რეგიონულ დონეზეც.

თამარ მაისურაძე: „ბოლო დროს გაჩნდა იდეა, სახელმწიფო სტრუქტურებში შექმნილიყო გენდერული სამსახურები. ამას. ცხადია, დიდი სამუშაო უძღოდა წინ.

2004 წლის დეკემბერში ჩემი აქტივობით და მცხეთის რაიონის გამგებლის, ვახტანგ ყიფშიძის კეთილი ნებით და მხარდაჭერით რაიონის გამგეობაში პირველად ქვეყანაში შეიქმნა გენდერულ საქმეთა მთავარი სპეციალისტის შტატი, დამტკიცდა სამსახურის დებულება. 2005 წლის 1 სექტემბრიდან ფუნქციონირება დაიწყო გენდრულ საქმეთა განყოფილებამ. სამსახურის მიზანია გენდერული თანასწორობისა და სათანადო გენდერული პოლიტიკის გატარება ადგილობრივ მმართველობასა და თვითმმართველობაში.

გენდერულ საქმეთა სამსახურების ჩამოყალიბება სახელმწიფო სტრუქტურებში ხელს შეუწყობს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას. ამისათვის კი მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰქონდეს გენდერული თანასწორობის პოლიტიკა. თვითმმართველობის ერთეულებში შექმნილი გენდერული სამსახურები კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს“.

მირა კარიბაევას მოხსენება ყირგიზეთში არსებულ სიტუაციას შეეხო. რევოლუციის შემდეგ პროპორციული არჩევნები გაუქმდა და მაჟორიტარული არჩევნებით ქალებისთვის პარლამენტში მოხვედრა ძალიან გართულდა. ქვეყნის პარლამენტში მოხვდნენ საშუალო ასაკის ეკონომიკურად ძლიერი, კორუმპირებული მამაკაცები. პარლამენტში არც ერთი ქალი არ არის. ქალების დაწინაურება პოლიტიკაში დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული,

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა ხელისუფლება და, კერძოდ, პრეზიდენტი აიძულა რიგი სერიოზული გადაწყვეტილებები მიეღო, ყირგიზეთის ტიპის ქვეყნებში ხომ კანონზე დიდი ძალა პრეზიდენტის ბრძანებულებას აქვს. რამდენიმე დღის წინათ ყირგიზეთში მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მთავრობაში არც ერთი სქესი 70%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ყირგიზეთის პარალმენტში არსებობს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი გენდერულ საკითხებში.

მირა კარაბაევას აზრით, გენდერული თანასწორობის განხორციელება შეუძლებელია საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები უფრო მეტად ეყრდნობოდნენ ადგილობრივ ექსპერტიზას.

ჯემა ჰასრატიანის აზრით, ბოლო დროის კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენს ქვეყნებში ქალთა მოძრაობა დაღმავალი გზით მიდის. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის არასამთავობო ორგანიზაციებს, დონორთა არაკოორდინირებული საქმიანობაა.

მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანთა უმეტესობა ქალია, მათ კარიერის გაკეთება უჭირთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა სხვადასხვა ტრენინგები და კურსები გაიარონ. მიზნობრივი პროგრამების არსებობა კი ქალთა მოძრაობის განვითარების საშუალებაა.

თამარ ბაგრატიამ საერთაშორისო ორგანიზაციებზე ისაუბრა. Mმისი აზრით, მეტი უნდა იყოს კოორდინირება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუციურ მექანიზმებს შორის.

სესიის დასასრულს ნინო შიოშვილმა ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს სოციალ-ეკონომიკურ პრობლემებს შეეხო და სიღარიბის ფემინიზაციაზე ისაუბრა.

„ყველაფერი დაკარგული არა არის, პოლიტიკაში ქალის მოსვლა იმიტომ გვინდა, რომ ქვეყანა გადარჩეს“, – აღნიშნა დასასრულს ნინო შიოშვილმა.

სესიის მუშაობის მეორე დღეს ექსპერტები პრობლემებს გამოკვეთენ და რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.

 

სამუშაო სექცია I

ქალთა პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობის გამაძლიერებელი ინსტრუმენტები და მექანიზმები

მოდერატორი – ქეთი დადუნაშვილი, საქართველოს ქალთა კოალიცია, ა/ს ორგანიზაცია „დომუსი“

მომხსენებლები:

მაია კუპრავა-შარვაშიძე, საქართველოს ქალთა კოალიცია, ა/ს ორგანიზაცია „მარტოხელა მშობელთა ასოციაცია“

თამარ ბაგრატია, საქართველოს ქალთა კოალიცია ა/ს ორგანიზაცია „ტრანზიცია“

ლია სანიკიძე, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი

ნინო შიოშვილი, საქართველოს ქალთა კოალიცია, ა/ს ორგანიზაცია ქალთა დასაქმების ხელშემწყობი ცენტრი „ამაგდარი“

ჯემა ჰასრატიანი, უმაღლესი განათლების მქონე ქალთა ასოციაცია, სომხეთი; OSCE/ODIHR გენდერული საკითხების ექსპერტთა პანელის წევრი

კამილა დადაშევა, ასოციაცია სიმეტრია, OSCE/ODIHR გენდერული საკითხების ექსპერტთა პანელის წევრი

მირა კარიბაევა, სოციალური ტექნოლოგიების სააგენტო, ყირგიზეთი, OSCE/ODIHR გენდერული საკითხების ექსპერტთა პანელის წევრი


სამუშაო სექცია II

ქალი, კონფლიქტების მოგვარება, მშვიდობის მშენებლობა და უსაფრთხოება

მოდერატორი – როზა კუხალაშვილი, საქართველოს ქალთა     კოალიცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქალთა საბჭო

მომხსენებლები

როზა ცინდელიანი, საქართველოს ქალთა  კოალიცია, ა/ს ორგანიზაცია „საბინები“

გურანდა ჯიშკარიანი, საქართველოს ქალთა კოალიცია, ტექნიკურ
მეცნიერებათა დოქტორი, ა/ს ორგანიზაცია „ქალი და ახალი  საუკუნე“

მანანა მებუკე, საქართველოს ქალთა კოალიცია, ა/ს ორგანიზაცია „ომის ინვალიდთა და დაღუპულ მეომართა მეუღლეთა კავშირი“

ვლადიმერ კოროტენკო, სოციალური ტექნოლოგიების სააგენტო, ყირგიზეთი, OSCE/ODIHR გენდერული საკითხების ექსპერტთა პანელის წევრი

 

სამუშაო სექცია III

ერთიანი პლატფორმის შესამუშავებელი ეფექტური გარემო – ქალთა ქსელები და კოალიციები

მოდერატორი – ელენე რუსეცკი, საქართველოს ქალთა კოალიცია, ა/ს ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“

მომხსენებლები

წოვინარ (ნანა) ნაზაროვა, საქართველოს ქალთა კოალიცია, ა/ს ორგანიზაცია „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ცენტრი“;

შორენა ძოწენიძე, საქართველოს ქალთა კოალიცია, ა/ს ორგანიზაცია „ქალი და განვითარება“;

გალინა პეტრიაშვილი, საქართველოს ქალთა კოალიცია, ა/ს ორგანიზაცია „გენდერმედიაკავკაზი“;

მარინა თაბუკაშვილი, ქალთა ეროვნული პროგრამა, ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო;

ზულფია ტუხტახოჯაევა, ასოციაცია "მეჰრი", უზბეკეთი, OSCE/ODIHR გენდერული საკითხების ექსპერტთა პანელის წევრი



© 2006 WCG     Created by Levan Chkheidze