Georgian    Russian  
 

GenderMediaCaucasus

Women's Center

GenderInformationalPortal

მთავარი გვერდი > ძირითადი დოკუმენტები > პლატფორმა

 

 

საქართველოს ქალთა ა/ორგანიზაციების კოალიციის
პროგრამული დოკუმენტი 2008-2010 წლები

თანამშრომლობის ახალი ეტაპი

ქალთა კოალიციის პლატფორმა ეფუძვნება საერთაშორისო დეკლარაციებსა და კონვენციებს, ქალთა პოლიტიკურ-კულტურულ, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვას, ქალთა წინააღმდეგ ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW) და აგრეთვე იმ საერთაშორისო დოკუმენტებსაც, რომელზედაც ხელი მოაწერა და მიუერთდა საქართველოს ხელისუფლება. პლატფორმა განიხილავს ძირითად პრიორიტებებს, რომელიც უნდა განხორციელდეს შემდეგი ორი წლის განმავლობაში.

კოალიციის მიზანია ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდას გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

კოალიცია მხარს უჭერს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური სამართლებრივ უზრუნველყოფას.

მმართველობის პროცესებში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობას. კოალიცია მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ გარკვეულ წარმატებებთან ერთად უკანასკნელ წლებში გამოვლინდა სერიოზული პრობლემები, რომელთა გადაწყვეტის ხელშეწყობა უნდა გახდეს კოალიციის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტები.

საქართველოს პარლამენტის სპიკერთან შექმნილია გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭო, რომელიც ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას. საბჭომ მოამზადა გენდერული თანასწორობის კონცეფცია, ხელი შეუწყო ოჯახური ძალადობის კანონის მიღებას და გენდერული თემატიკის წინ წამოწევას. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები არა საკმარისია.

მნიშვნელოვანი პრობლემები

  • არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა;
  • გენდერული თანასწორობის ეროვნული მექანიზმების ნაკლები ეფექტურობა;
  • მიმდინარე ლიბერალური ეკონომიკურ პოლიტიკის ნეგატიური გავლენა მოსახლეობის ფართო ფენაზე და რესურსების ხელმისაწვდომობის არასათანადო დონე;
  • პროფესიული მომზადების სფეროში გენდერული უთანასწორობის გაღრმავება და თანაბარი შესაძლებლობების უგულველყოფა საბაზრო მოთხოვნებიდან გამომდინარე;
  • შეზღუდული სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობის სოციალური დაცვის არასაკმარისი დონე;
  • უთანასწორობა და არაადექვატური შესაძლებლობები ჯანდაცვის სფეროში;
  • ძალადობის ზრდა ქალების მიმართ;
  • სამშვიდობო პროცესებში ქალთა მონაწილეობის იგნორირება.

კოალიციის მუშაობის ხელისშემშლელი ფაქტორები

  • კოალიციის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმები არ არის ჩამოყალიბებული პოლიტიკურ პარტიების ძირითად სპექტრთან, თანამშრომლობა მხოლოდ ეპიზოდურ ხასიათს ატარებს საარჩევნო კამპანიის დროს;
  • გენდერული თანასწორობის პრობლემები არ წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკის და საზოგადოებრივი საქმიანობის პრიორიტეტს. თანამშრომლობა სახელმწიფო სტრუქტურებთან არ წარმოებს პარიტეტულ დონეზე;
  • სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები არ ასრულებენ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, ან ასრულებენ ფორმალურად;
  • პოლიტიკურ პარტიებში არ არის განვითარებული შიდა პარტიული დემოკრატია, რაც ხელს უშლის ქალების წინსვლას შიდა პარტიულ იერარქიაში;
  • საარჩევნო კოდექსი მოითხოვს ცვლილებებს რათა გათვალისწინეებული იყოს ქალთა მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

კოალიციის მისია:

ხელი შეეწყოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში გენდერული თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრებას. ქალის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებით.

კოალიციის მუშაობის მიმართულებები:

ქალთა უფლებების დაცვა ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების განვითარებისათვის.

 

1. ფუნდამენტური უფლებების დაცვა:
1.1. თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ყოველგვარი დისკრიმინაციის
გარეშე:

  • სამუშაო ადგილებზე;
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • ოჯახში და საზოგადოებაში.

1.2. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა:

  • ქალთა წინსვლის ხელშეწყობა მმართველობის ყველა დონეზე;
  • გენდერული თანასწორობის იდეოლოგიის დანერგვა;
  • არჩევნებთან დაკავშირებით კომპლექსური მუშაობა;
  • გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვა მშვიდობის მშენებლობასა და კონფლიქტის თავიდან აცილებაში;
  • გენდერული პოლიტიკის სახელმწიფო მოქმედების გეგმის შესრულების მონიტორინგი და მუშაობა სახელმწიფო სტრუქტურებთან.

1.3. სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესება და ეკონომიკური უფლებების ხელშეწყობა:

  • სიღარიბის შემცირების პროგრამის პოპულარიზაცია;
  • პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა;
  • მეწარმეობის განვითარება ქალთა ჯგუფებში;
  • მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, განსაკუთრებული აქცენტირება სოფლად მცხოვრები ქალებისათვის;

2. ქალთა ჯანმრთელობის დაცვის უფლება:

  • ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა და ხელის შეწყობა;
  • ჯამრთელობის დაცვის პრევენციული პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;

3. ბრძოლა ძალადობას წინააღმდეგ:

  • ქალების და ბავშვების წინააღმდეგ ძალადობის პრევენცია;
  • ოჯახური ძალადობისაგან დაზარალებულთა პრევენცია;

სამოქმედო ინსტრუმენტები:

  • საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა;
  • ლობირება;
  • ინფორმირება;
  • მედია კამპანია;
  • განათლება;
  • ქსელური მუშაობა;
  • მონიტორინგი;
  • და სხვა

© 2006 WCG     Created by Levan Chkheidze