Georgian    Russian  
 

GenderMediaCaucasus

Women's Center

GenderInformationalPortal

მთავარი გვერდი > ძირითადი დოკუმენტები > ოქმები

 

ოქმი #2

22 აპრილი 2008 წელი
ქ. თბილისი

საქართველოს ქალთა კოალიციის სამუშაო შეხვედრა
საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი

სამუშაო შეხვედრა გახსნა საბჭოს წევრმა მაია კუპრავა-შერვაშიძემ.

ხმის დამთვლელი კომისიის ანგარიში კოალიციის საბჭოს არჩევნების შესახებ გააკეთა თამარ მაჭარაშვილმა.

ხმის დამთვლელი კომისიის ანგარიში მიღებულ იქნა ცნობად.

კოალიციას მიესალმა ესტონელი კოლეგა, საერთაშორისო ექსპერტი გენდერულ საკითხებში რეტ ლაია. მან კოალიციის წევრებს მიულოცა საქმიანობის ახალ ეტაპზე გადასვლა და აღნიშნა, რომ ეს ორგანიზაციის სიძლიერეზე მეტყველებს. მან ODHIR-ის სახელით მადლობა გადაუხადა კოალიციის საბჭოს წინა შემადგენლობას ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის. ODHIR-ი დარწმუნებულია, რომ სულ მალე ცხოვრება საქართველოში გაუმჯობესდება და ქალთა კოალიცია ნაყოფიერად იმუშავებს გენდერულ პრობლემებზე, ახლად არჩეულ პარლამენტში ქალებთან ერთად აღმოჩნდებიან გენდერულად მგრძნობიარე მამაკაცები. მან აღნიშნა, რომ ივლისის დასაწყისში გაიმართება კოალიციის დიდი კონფერენცია.

საბჭოს წევრმა მანანა მებუკემ კოალიციას მიაწოდა ინფორმაცია 18 მარტის შემდეგ, საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მან ისაუბრა კოალიციის საბჭოს წევრების ფუნქციებზე, კოალიციის საბჭოს რეგისტრაციისა და საწევროებზე.

8 აპრილის პრესკონფერენციის შესახებ, რომელიც მიეძღვნა კოალიციის ახალ ეტაპზე გადასვლას, მის მიზნებსა და ამოცანებს ისაუბრა საბჭოს წევრმა სვეტა ლოგუამ. აღინიშნა პრესკონფერენციის მაღალ დონეზე ჩატარება.

გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ საბჭოს წევრი ჩარიტა ჯაში, ნინო ჟვანია, ქეთი დადუნაშვილი, რეტ ლეია და ნინო შიოშვილი

კოალიციური პროექტების ინდიკატორებზე, კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების რეგისტრაციის ფორმასა და საწევრო გადასახადებზე ისაუბრა საბჭოს წევრმა ნანა ნაზაროვამ. კოალიციის წევრის ყოველთვიური საწევრო დადგენილია 5 ლარი, თუ ორგანიზაციას აქვს პროექტი საწევრო 20 ლარია, კოალიციური პროექტის შემთხვევაში ყველა ორგანიზაცია, რომლებიც ჩართულია პროექტში საწევროს იხდის პროექტის 5% + 5 ლარი ყოველთვიურად.

შესვენების შემდეგ გაიმართა მედია კამპანიის პრეზენტაცია, რომელიც დაგეგმილია 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქალ - კანდიდატების მხარდაჭერად:

30 აპრილი – პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტში 30 ათასი ხელმოწერის შეტანის ფაქტის, „საარჩევნო კოდექსში“ და ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ დამატების შეტანის თაობაზე ცვლილებებზე ისაუბრა საბჭოს წევრმა მაია კუპრავამ. ის დაპირდა კოალიციის წევრებს დამატებით ინფორმირებას.

1 მაისი-აქცია თბილისში და რეგიონებში: „მეტი ქალი გადაწყვეტილებების მიმღები“. ქალ - კანდიდატების მხარდამჭერი აქცია თბილისსა და რეგიონებში დეტალურად ისაუბრა ქეთი დადუნაშვილმა. აქციის ჩატარების კონკრეტულ დროსთან დაკავშირებით კოალიციის წევრები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას.

10 მაისი-ევროპის დღე, ევროინტეგრაციის პრობლემებზე კოალიციის წევრების მიერ სტატიების მომზადება პუბლიკაციისათვის ისაუბრა საბჭოს წევრმა – ჩარიტა ჯაშმა;

25 აპრილი-14 მაისი – გაზეთის სპეც-გამოშვება „კოალიცია“ მომზადება, მიძღვნილი არჩევნებში ქალთა მონაწილეობაზე ისაუბრა გალინა პეტრიაშვილმა.

საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მოქმედებათა გეგმის შემუშავების თაობაზე ისაუბრა საბჭოს წევრმა ნანა ნაზაროვამ.

გაიმართა დისკუსია.

გადაწყდა საბჭოს წევრმა ნატო შავლაყაძემ გაარკვიოს მის ორგანიზაციას შეუძლია თუ არა მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგში.

შეხვედრა შეაჯამა ჩარიტა ჯაშმა

ოქმი ჩაიწერა
როზა კუხალაშვილმა

 


 

საქართველოს ქალთა კოალიციის კონფერენციის
ოქმი #1

18 მარტი 2008 წელი
ქ. თბილისი

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი
მოდერატორი მაია კუპრავა

1. კოალიციის საქმიანობის ახალი პლატფორმა და მისი მუშაობის მიმართულებები 2008-2009 წწ. პრეზენტაცია-მანანა მებუკე. მაია კუპრავამ დოკუმენტს კენჭი უყარა. დოკუმენტი (დანართი #1) მიღებულ იქნა ერთხმად.
2. კოალიციის ახალი სტრუქტურა პრეზენტაცია-როზა კუხალაშვილმა.

გაიმართა დისკუსიასაწევროების ფორმირებასთან დაკავშირებით. გამოითქვა სხვადასხვა წინადადებები:

  • დაწესდეს მინიმალური საწევრო-5 ლარი თვეში
  • მოხდეს საწევროების დიფერენცირება გამომდინარე ორგანიზაციის შემოსავლიდან
  • კოალიციის წევრებს მიეცეს საწევროების რაოდენობის გადახდის თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება

კენჭისყრაზე იქნა დაყენებული ორი წინადადება:

  • ფიქსირებული საწევროების სისტემა
  • საწევროების დიფერენცირებული სისტემა

საწევროების დიფერენცირებულ სისტემამ 24 ხმა მიიღო, ფიქსირებულ საწევროების სისტემამ-7; დანარჩენებმა თავი შეიკავეს.

დოკუმენტი (დანართი #2) მიღებულ იქნა ერთხმად.

3. ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა.

ხმის დამთვლელ კომისიაში არჩეულ იქნენ:

  • ვერა ბიწაძე
  • მაია ჩემია
  • თამარ მაღლაკელიძე
  • თამარ მაჭავარიანი
  • მარინა დავითაია

4. არჩევნებსა და ხმის მიცემის პროცედურებზე ისაუბრა ნანა ნაზარავამ.

ბიულეტენებში შეტანილ იქნა კოალიციის 51 წევრი, რომლებმაც ხელი მოაწერეს დეკლარაციას მცირე ჯგუფებში განხილვის დროს.

სულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს 38 მონაწილემ (დანართი#3), 36 ორგანიზაციიდან. ბიულეტენები უნდა იყოს ყოველ ორგანიზაციაზე ერთი (პრინციპია: ერთი ორგანიზაცია-ერთი ხმა).

მიღებული სტრუქტურის მიხედვით საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობა უნდა იყოს 30% როტაციის გათვალისწინებით: 10% 2*51(კოალიციის წევრთა რაოდენობა)=10 წევრი.

იყო წინადადება საბჭოს წევრთა რაოდენობა გაზრდილიყო 11-მდე, 7 კანდიდატი თბილისის ორგანიზაციიდან, 4 რეგიონალური ორგანიზაცია.

ბიულეტენები (დანართი #4) დაიბეჭდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, რომელიც დამოწმებული იქნა ხმის დამთვლელი კომისიის წევრების მიერ.

5. ხმების დათვლა

არჩევნების შედეგები დანართი #5

6. არჩევნების შედეგები

ხმის დამთვლელმა კომისიამ არჩევნების შედეგებზე შეადგინა ოქმი, დანართი #6.

საბჭოს წევრებად არჩეულიქნა:

  1. მანანა მებუკე– 27 ხმა
  2. ცოვინარ ნაზაროვა– 25 ხმა
  3. ჩარიტა ჯაში– 22 ხმა
  4. ძიძია ღუდუშაური – 20 ხმა
  5. გალინა პეტრიაშვილი – 16 ხმა
  6. როზა კუხალაშვილი – 15 ხმა
  7. მაია კუპრავა – 14 ხმა
  8. ნატო შავლაყაძე – 14 ხმა
  9. სვეტლანა ლოგუა – 29 ხმა
  10. თამარ მაისურაძე – 28 ხმა
  11. ვერა ბიწაძე – 20 ხმა
  12. ანა კიკვაძე – 12 ხმა

პირველი მოწვევის საბჭოს წევრები:

სვეტლანა ლოგუა
თამარ მაისურაძე
მანანა მებუკე
ცოვინარ ნაზაროვა
ჩარიტა ჯაში

საბჭოს პირველი შეხვედრა დაინიშნა 2008 წლის 21 მარტს.

ოქმი შეადგინა
ნანა ნაზაროვამ

 

© 2006 WCG     Created by Levan Chkheidze