Georgian    Russian  
 

GenderMediaCaucasus

Women's Center

GenderInformationalPortal

მთავარი გვერდი > ღონისძიებები > ღონისძიებები

 

 

კოალიციის სტრუქტურა

კოალიცია არის არასამთავრობო ორგანიზაციების ნებაყოფლობითი, არარეგისტრირებული გაერთიანება ადამიანური რესურსებით, მატერიალურ – ტექნიკური ბაზითა და მუშაობის გარკვეული გამოცდილებით. იგი ხელმძღვანელობს კოალიციის კონფერენციაზე განსაზღვრული სტრატეგიული მიმართულებებით და მოწოდებულია საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განვითარებისათვის.

კოალიციას გააჩნია საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს საქმიანობის ოპერატიულად და ეფექტურად წარმართვას.

კოალიცია მუშაობს:

  • საქართველოში ქალთა მოძრაობის პრობლემების ერთიანი ძალით გადასაწყვეტად;
  • დასახული მიზნის მისაღწევად დროის კონკრეტულ მონაკვეთში უზრუნველყოფს ურთიერთდახმარებას და ურთიერთ თანადგომას;
  • ხელს უწყობს განათლების დონის ამაღლებას, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას პროფესიულ საქმიანობაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

კოალიციის უმაღლესი მმართველობითი ორგანო არის კონფერენცია, რომელიც ამტკიცებს სამოქმედო პლატფორმას, კოალიციის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, ცვლილებები შეაქვს კოალიციის სტრუქტურაში;
კოალიციის ოპერატიული და ეფექტური საქმიანობის უზრუნველსაყოფად კონფერენცია ირჩევს საბჭოს.

კოალიციის წევრობის კრიტერიუმებია:

  • კოალიციის წევრი შეიძლება იყოს იურიდიული პირი, რომელიც აღიარებს კოალიციის წესდებას და მოქმედებათა გეგმას;
  • საწევროს გადახდა;
  • ანგარიში ორგანიზაციის ბოლო 3 წლის საქმიანობის შესახებ;
  • რეგულარული დასწრება კოალიციის სამუშაო შეხვედრებში და მონაწილეობის მიღება ერთობლივ პროექტებში.

საწევროები: კოალიციის წევრი იხდის საწევროს

კოალიციის საბჭო:

  • კოალიციას წარმოადგენს საბჭო;
  • საბჭოს ყველა წევრი თანასწორ უფლებიანია;
  • საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება კოალიციის წევრთა საერთო რაოდენობის 10%-ით. (კოალიციის საბჭოს წევრთა რაოდენობა მრგვალდება კენტ რიცხვამდე მატებით);
  • საბჭოს წევრი მუშაობს ანაზღაურების გარეშე და წევრობის დროს არ შეიძლება იყოს კოალიციის პროექტის დირექტორი. საბჭოს წევრს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კოალიციის პროგრამულ საქმიანობაში.
  • საბჭო ირჩევა ერთი წლითა და რვა თვით, ყოველ 6 თვეში ხდება წევრთა 1/3-ის როტაცია;
  • საბჭოს სხდომა ტარდება ყოველი თვის ბოლო პარასკევს;
  • საჭიროების შემთხვევაში საბჭოს წევრები წარმოადგენენ კოალიციას და მოქმედებენ მისი სახელით;
  • კოალიციის საბჭო არის იურიდიული პირი, რომლის დამფუძნებლები არიან კოალიციის წევრები, რომლებიც კონფერენციაზე არჩეულ იქნენ საბჭოს შემადგენლობაში 1 წლისა და 8 თვის ვადით;
  • საქმიანობისათვის საბჭოს აქვს ანგარიში ბანკში;
  • საბჭოში ორი ადგილი ეკუთვნის რეგიონების წარმომადგენლებს, რომლებიც შესაბამისად წარმოადგენენ კოალიციას საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში.

საბჭოს არჩევა:

საბჭოს წევრი აირჩევა ფარული კენჭისყრით კოალიციის წევრთა სიიდან (კოალიციის თითოეული წევრი არის პოტენციური კანდიდატი საბჭოში);

საბჭოს შემადგენლობაში არჩეულად ჩაითვლება კოალიციის ის წევრები, რომლებიც მოაგროვებენ ხმათა უმრავლესობას;

კოალიციის თითოეული წევრი ვალდებულია საბჭოში სიიდან აირჩიოს 2N როტაციის გათვალისწინებით. (N = საბჭოს წევრთა რაოდენობას). რეგიონების წარმომადგენლები მინიმუმ 4 ადამიანი;

პირველი მოწვევის საბჭოს წევრები გახდება N, რომლებმაც მიიღო ხმათა უმრავლესობა. (საბჭოში არჩეული წევრის უარის შემთხვევაში საბჭოში შედის რეიტინგით მომდევნო პირი, თუ ხმათა ერთნაირი რაოდენობა ექნათ, იმ შემთხვევაში საბჭოს წევრები ერთმანეთში თანხმდებიან საბჭოში მუშაობის მათთვის ხელსაყრელ პერიოდზე.

საბჭოს ფუნქცია:

  • შეიმუშავოს საბჭოს სტრუქტურა, ფუნქციებისა და მოვალეობების გამოკვეთილი განაწილებით;
  • მოამზადოს კოალიციის მოკლევადიან მოქმედებათა გეგმის პროექტი კონფერენციაზე განსახილველად და დასამტკიცებლად;
  • დაამტკიცოს კოალიციის წევრთა რეგულარული თემატიური შეხვედრების გრაფიკი (ორით თვით ადრე კოალიციის წევრთა მიერ წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე);
  • განსაზღვროს კოალიციის მოკლე ვადიანი ამოცანები;
  • გაანაწილოს ფუნქციები საბჭოს წევრთა შორის, რათა მოახდინოს ოპერატიული რეაგირება ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებზე კოალიციის სახელით;
  • საბჭო ამტკიცებს კოალიციის ფონდიდან დასაფინანსებლ პროექტებს;
  • განიხილავს კოალიციის წევრთა მიერ წარმოდგენილ პროექტებს რეკომენდაციის მისაცემად;
  • უზრუნველყოს კოალიციის წევრებს ინფორმაციით მიმდინარე საქმიანობის შესახებ;
  • აქვეყნებს საბჭოს ფონდის აუდიტის მასალებს ყოველ 6 თვეში (შემოსავლები და ხარჯები) სამუშაოს დასრულების შემდეგ;
  • საბჭოს ოპერატიული საქმიანობა ხორციელდება კოალიციის ფონდიდან, საბჭოს სამი წევრის გადაწყვეტილებით;
  • ყოველთვიური მიმდინარე ხარჯებისათვის საბჭოს უფლება ეძლევა გამოიყენოს ფონდში შემოსული თანხების არაუმეტეს 10%-ისა;
  • აუდიტის თანხა იფარება კოალიციის ფონდიდან და შეადგენს საანგარიშო პერიოდში ფონდში შემოსული თანხის არაუმეტეს 10%-ისა;
  • საბჭო ამზადებს არჩევნებს.

კოალიციის პროგრამული საქმიანობა:

  • კოალიციის წევრები ნებაყოფლობით ერთიანდებიან ინტერესის მიხედვით კოალიციის ერთობლივი პროექტების შესამუშავებლად;
  • მინიმალური რაოდენობა ორგანიზაციების, რომლებიც მონაწილეობენ პროექტების შემუშავებაში და აპირებენ კოალიციის სახელით ისარგებლონ კონკურსის შემთხვევაში, უნდა შეადგენდეს ხუთს ორგანიზაციას.
  • პარტნიორები განსაზღვრავენ აპლიკანტ–ორგანიზაციას.

კოალიციის პროექტები

  • რომლებიც საჭიროებენ სწრაფ განხორციელებას, ამტკიცებს საბჭო და ფინანსდება კოალიციის სახსრებით;
  • საბჭოს წარედგინება აუდიტის ანგარიში.

ხმების დამთვლელი კომისია:

ხმების დამთვლელი კომისია აირჩევა კონფერენციაზე ღია კენჭისყრით

  • შედგება კოალიციის 5 წევრისაგან;
  • თითოეულ ბიულეტენს აწერს ხელს;
  • ვალდებულია უზრუნელყოს ფარული ხმის მიცემის პროცედურა (სპეციალური ადგილის გამოყოფა);
  • ითვლის ხმებს, ამზადებს ოქმს;
  • კონფერენციას მოახსენებს არჩევნების შედეგებს;
   
© 2006 WCG     Created by Levan Chkheidze