პლაკატის ხელოვნება - ტრეფიკინგის წინააღმდეგ
ლელა მარგიანი
გუშინ გაიხსნა და კიდევ ორ დღეს გაგრძელდება “ძველგალერეაში” ანტიტრეფიკინგული პლაკატების გამოფენა, რომლის ორგანიზატორია ქალთაარასამთავრობო ორგანიზაცია “ქალებიმომავლისთვის”. გამოფენაზე ახალგაზრდაქართველი “პლაკატისტების” მიერ შექმნილი თხუთმეტი ნამუშევარია წარმოდგენილი.
ტრეფიკინგის პრობლემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოწყობილი რიგით მეორე კონკურსი-გამოფენა მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის ახალი მესიჯების, ანუ შეტყობინებების შექმნას.ორგანიზატორები აპირებენ კონკურსის გამარჯვებული პლაკატების მასობრივად დაბეჭდვას და მათ გამოყენებას საპასპორტო ბროშურებში, რომლებიც ჩაიდება საზღვარგარეთ გამსვლელი ყოველი მოქალაქის პასპორტში.
“დაგეგმილი გვაქვს პლაკატების გამოფენის ჩატანა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც მოეწყობა ერთგვარი აქციები – გამოფენის პარალელურად ვაჩვენებთ ჩვენი ორგანიზაციის ხელშეწყობით ტრეფიკინგის ქართულ შემთხვევაზე გადაღებულ ფილმს. გვექნება შეხვედრები და საუბრები რეგიონების მოსახლეობასთან. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გააცნობიეროს ის საფრთხე, რაც მათ ემუქრებათ საზღვარგარეთ არალეგალურად წასვლის შემთხვევაში”- აღნიშნა “24 საათთან” საუბარში არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლია სანიკიძემ.
მისივე ინფორმაციით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევებმა ცხადყო, რომ სამწუხაროდ საზოგადოება განწყობილია მონობისთვის. მას ნაკლები პროტენზიები აქვს, რომ გააცნობიეროს პრობლემა, მიიღოს გარანტიები საზღვარგარეთ უსაფრთხოდ წასვლის შესახებ, რადგან ფიქრობენ, რომ ისინი არ გახდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლნი, რომ ასეთი რამ მხოლოდ სხვას შეიძლება დაემართოს.
კონკურსის შედეგად გამოვლინდა სამი გამარჯვებული: პირველი პრემია ერგო გიორგი შოთაძეს, მეორე - ალექსანდრე ასათიანს, მესამე - ავთანდილ შარვაშიძეს, ხოლო “ორიგინალური ხედვისთვის” ახალგაზრდა ქალბატონი ერნა დოლმაზოვა დაჯილდოვდა.
პირველი პრემიის მფლობელი გიორგი შოთაძე საკმაოდ აღელვებული იყო მოულოდნელი გამარჯვებით: ”პირველად ვიღებ მონაწილეობას პლაკატის კონკურსში. ძალიან დაბნეული და გახარებული ვარ. რაც შეეხება ტრეფიკინგის პრობლემას, ძალიან მაწუხებს იგი. სწორედ ამ მიზეზით მივიღე მონაწილეობა კონკურსში. ამით ვეხმარები პრობლემის გადაწყვეტას”.
“24 საათის” დიზაინერი ავთანდილ შარვაშიძე გამარჯვებულ სამეულში აღმოჩნდა. ”მეორედ ვმონაწილეობ ამ კონკურსში. შარშან ორი პრემიის მფლობელი გავხდი, წელს-მესამე პრემიის. გარდა იმისა, რომ ესაა ანტიტრეფიკინგული პროპაგანდა, მას აქვს ხელოვნების დატვირთვაც, რადგან პლაკატი – ჩემთვის არის ხელოვნება”.
|