Georgian    Russian  
 

GenderMediaCaucasus

Women's Center

GenderInformationalPortal

მთავარი გვერდი > ისტორია > მედია არქივი > ხელისუფლების და ოპოზიციის საერთო ხედვა


ხელისუფლების და ოპოზიციის საერთო ხედვა

ლელა მარგიანი

გუშინ, სასტუმრომერიოტშიჟურნალისტთაასოციაციაგენდერმერიაკავკასიამგამართაპრესკონფერენციათემაზეარჩევნებისშედეგებიგენდერულჭრილში”. პრესკონფერენციაზეგაეროსგანვითარებისპროგრამის, ეროვნულიუშიშროებისაპარატის, “სამართლიანიარჩევნებისადაარასამთავრობოსექტორისწარმომადგენლებთანერთადმოწვეულიიყვნენპარლამენტშიკვლავარჩეულიცნობილიდეპუტატიქალბატონები.

 

წინასწარი ინფორმაციით 2004 წლის 28 მარტის არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტში 22 ქალი იქნება რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა 59 პროცენტის (ამდენი ამომრჩეველი ქალია საქართველოში) ინტერესებს  მომავალი ოთხი წლის განმავლობაში პარლამენტში დეპუტატი - ქალების 9 პროცენტიანი წარმომადგენლობა დაიცავს.

პრესკონფერენციის ორგანიზატორების გასაკვირად, კოლეგა  ჟურნალისტებმა უჩვეულო დაინტერესება გამოიჩინეს რიგით მესამე პრესკონფერენციისადმი, რადგან პირველი ორისგან განსხვავებით, ამჯერად დარბაზი არჩევნების გენდერულ ჭრილში განხილვის მსურველებს ვერ იტევდა და ყველა მოწვეული სტუმარიც იქ იყო. ეტყობა მედიისთვის მართლაც  საინტერესო იყო, თუ რას იტყოდნენ პარლამენტში მოხვედრილი ორადორი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი ქალბატონები – ცოტა ხნის წინ პოლიტიკური კონკურენტები, ამჯერად ერთმანეთის გვერდით მჯდომი  ელენე თევდორაძე და ფიქრია ჩიხრაძე არჩევნების, ქალთა პოლიტიკური გააქტიურების, პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების შესახებ. ყველას აინტერესებდა ისიც, თუ რა საკითხები იქნება მათთვის როგორც ქალებისთვის პრიორიტეტული.

ელენე თევდორაძე: ”მიხარია, რომ არ ნელდება ინტერესი საკითხისადმი – ქალი და პოლიტიკა. თუმცა ჩემთვის თვითმიზანი არაა ქალი პოლიტიკაში. ჩემი აზრით, თუ ქალი პოლიტიკაში მოდის კონკრეტული საქმეების გასაკეთებლად, მაშინ გამართლებულია მისი მიზანი, მაგრამ თუ მხოლოდ ადგილის დასაკავებლად მოდის პარლამენტში, მაშინ ჩემთვის მიუღებელია ასეთი რამ. ამას ჯობია ქალი დარჩეს ოჯახში და შვილებს მიხედოს”.

ფიქრია ჩიხრაძე:” ვფიქრობ, საქართველოში ქალები ძალიან პრივილიგირებულები არიან. თუ ქალმა მოინდომა, ის ყველა სფეროში მიაღწევს წარმატებას. თუკი უფლებების შელახვაზე ვისაუბრებთ, ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ერთნაირად ილახება როგორც ქალების, ისე მამაკაცების უფლებები. ქალს და კაცს კი  ღვთისგან მინიჭებული თავისი უნარები აქვთ, ამდენად, მე არ მიმაჩნია, რომ საქართველოში ქალებს განსაკუთრებული დაცვა სჭირდებათ. მიუღებელია ჩემთვის პარტიულ სიებში ქალთა კვოტირებაზე საუბარიც, რადგან მთავარია, არა ქალების რაოდენობის გაზრდა, არამედ მათი ხარისხობრივი შემადგენლობა”. ამ საკითხში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენელ ქალბატონებს ერთნაირი ხედვა აღმოაჩნდათ - ჩემთვის კვოტირება პანაცეა არ არისო – ასეთი იყო ქალბატონი ელენეს პასუხი.

პარლამენტარი ქალბატონებისგან განსხვავებით ქალთა კვოტირების შესახებ საპირისპირო აზრის იყვნენ  სტუმარი მამაკაცები- ეროვნული უშიშროების აპარატის წარმომადგენელი ალექსანდრე ნალბანდოვი და გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტი ჩედომირ ფლეგო. მათი თქმით ,მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, კვოტირება ერთადერთი დროებითი ღონისძიებაა ქალთა რიცხოვნობის გასაზრდელად გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პრესკონფერენციაზე გამოიკვეთა მეორე მნიშვნელოვანი საკითხიც, რომელზეც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს ასევე ერთნაირი ხედვა ჰქონდათ. ორივე პარლამენტარმა ქალბატონმა განაცხადა, რომ მათთვის მოსახლეობის სოციალური საკითხების განხილვა განსაკუთრებული ყურადღების ღირსია. ორივე აპირებს ინტენსიურად ჩაერთოს მრავალშვილიანი და მარტოხელა დედების პრობლემების განხილვაში, რომ პარლამენტმა ბოლოს და ბოლოს განიხილოს კანონი მრავალშვილიანი ოჯახების შესახებ, რომლის განსახილველად წინა პარლამენტმა ვერაფრით მოიცალა. ამავე დროს, პარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ სოციალური პრობლემების მოგვარება ვერ მოხერხდება, თუ ქვეყანაში არ შეიცვალა ეკონომიკური გარემო. “როცა ბიუჯეტი იქნება, რა თქმა უნდა, კანნონებიც ამუშავდება”- ასეთია მათი ხედვა.

 

© 2006 WCG     Created by Levan Chkheidze