Georgian    Russian  
 

GenderMediaCaucasus

Women's Center

GenderInformationalPortal

მთავარი გვერდი > ისტორია > ქრონოლოგია

ხუთი წლის წინ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ მსოფლიოს განუცხადა თავისი არსებობის შესახებ. 2000 წლის ოქტომბერში დაახლოებით სამი ათეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტზე ხელმოწერით გავაცხადეთ ჩვენი განზრახვა ერთობლივი მუშაობის შესახებ, გვესმოდა რა, რომ მხოლოდ ერთმანეთის გაძლიერებითა და თანამშრომლობით შეგვიძლია მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტს.

რა დავისახეთ მიზნად?

  • ქალთა საკითხის წინ წამოწევა.

  • ქალთა გააქტიურება საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

  • გადაწყვეტილების მიმღებ ყველა დონეზე ქალთა მონაწილეობის ლობირება.

თვალი გადავავლოთ და შევაფასოთ განვლილი გზა.

2000 წლის ივნისი – ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების პირველი სემინარი.

2000 წლის ოქტომბერი – მეორე სემინარი, რომელზეც გამომუშავდა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანების ზოგადი პრინციპები. კოალიციამ განაცხადა თავისი ფაქტობრივი არსებობის შესახებ. იქვე გადაწყდა, თვეში ორჯერ გაიმართოს კოალიციის ყველა წევრის საორგანიზაციო შეკრება. ამჟამად კოალიციის წევრები შეკრებებს მორიგეობით მართავენ, თვეში ერთხელ.

2001 წლის მაისი -კოალიციის გავლენის სფეროების გაფართოება. თბილისში გაიმართა ტრენინგი ტრენერთათვის, საქართველოს 11 რეგიონის წარმომადგენელთა მონაწილეობით. ამჟამად ისინი დამოუკიდებლად მუშაობენ თავიანთ რეგიონებში ტრენერებადა და ექსპერტებად ადამიანის უფლებებისა და გენდერული საკითხების სფეროში.

2001 წლის მაისი-სექტემბერი – კოალიციის წევრებისა და რეგიონალური ტრენერების ერთობლივი მუშაობა რეგიონებში.

2001 წლის ივლისი –
კოალიციის საორგანიზაციო ტრენინგ-სემინარი ქობულეთში. შემუშავდა კოალიციის წესდება, განისაზღვრა მისი მუშაობის საორგანიზაციო ნორმები.

2001 წლის ნოემბერი.კოალიციის სემინარი მისი მუშაობის მეთოდების სრულყოფის შესახებ. პირველად მოხდა კოალიციის სტრუქტურირება, შეიქმნა 5 სპეციალიზებული სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მოიცვა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების მოღვაწეობის სხვადასხვა სფერო: ეკონომიკა, პოლიტიკა, განათლება, მედიცინა და ა.შ.

2002 წლის მაისი კოალიციის სემინარზე განისაზღვრა კონკრეტული პერსპექტივები და დამტკიცდა მიმდინარე პროექტები სამუშაო ჯგუფებისათვის. შეიქმნა კოალიციის მეექვსე ჯგუფი – `ქალი და მედია~.

2003 წლის დეკემბერი კოალიციის გასვლითი სემინარი ტალინში, ესტონეთი. საქართველოს ორმოცი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების ვიზიტი ესტონელ კოლეგებთან. ტალინში ხელი მოეწერა მემორანდუმს ორი ქვეყნის ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის შესახებ.

2005 წლის აგვისტო კოალიციის გასვლითი საზაფხულო სკოლა ბაკურიანში. ფართოდ იქნა წარმოდგენილი ესტონეთის არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება. შედგა ევროპელი ექსპერტებისა და ქართველი აქტივისტების ურთიერთკავშირი, დაისახა ახალი გეგმები.

2005-2006.კოალიციის სამუშაო ჯგუფების გასვლითი სემინარების ციკლი მცხეთაში, რომელიც ლენა ბლუმმა და რეტ ლაიამ გამართეს. სემინარებზე კოალიციის 8 ჯგუფის (2 ინტერ ჯგუფი) წევრებმა გააანალიზეს ბოლო წლების ნამუშევარი. დაიგეგმა ღონისძიებები კოალიციის შექმნის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

შემდგომში ყოველ რეგულარულ სემინარზე კოალიციის სტრუქტურა იხვეწებოდა, ლოგიკურად ვითარდებოდა მისი სამუშაო ინსტრუმენტები, არაერთი ღირებული ინიციატივა დაიბადა სამუშაო ჯგუფებში. დღეს კოალიცია მუშაობს როგორც რეალური საზოგადოებრივი გავლენის მქონე რთული მრავალასპექტიანი გაერიანება.

მთელი ეს პერიოდი კოალიცია იზრდებოდა და ვითარდებოდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს გენდერული განყოფილებისა და მისი ხელმძღვანელის, თინა ილსენის გრძელვადიანი და კარგად მოაზრებული მხარდაჭერით. ჩვენ გვქონდა გენდერულ საკითხებში საერთაშორისო ექსპერტების _ ლენა ბლუმისა და რეტ ლაიას (ესტონეთი) საორგანიზაციო-მეთოდოლოგიური დახმარება. მათი გამოცდილება და ადამიანური მხარდაჭერა იყო და არის ძალზე ღირებული და ნაყოფიერი.

ამჟამად კოალიცია 80 ორგანიზაციას აერთიანებს.
© 2006 WCG     Created by Levan Chkheidze