Georgian    Russian  
 

GenderMediaCaucasus

Women's Center

GenderInformationalPortal

საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია

მისია:
ხელი შეეწყოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში გენდერული თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრებას. ქალის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებით.


კოალიციის მუშაობის მიმართულება:
ქალთა უფლებების დაცვა ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების განვითარებისათვის.

 

 

22 ივლისი 2008 წელი, თბილისი

მიმართვა საქართველოს პარლამენტს

გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის დროებითი ზომების მიღების შესახებ ქალთა კოალიციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა 32 400 მხარდამჭერი ამომრჩევლის ხელმოწერით 2008 წლის 2 მაისს შეტანილი იქნა საქართველოს პარლამენტში.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა საშუალებას იძლევა განხორციელდეს მამაკაცთა და ქალთა თანაბარი წარმომადგენლობა არჩევით ორგანოებში, რათა არ შეილახოს არც ერთი სქესის ინტერესები და უფლებები.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით ადასტურებს ჩვენი ინიციატივის აუცილებლობას.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერით პარლამენტს შეუძლია სერიოზული ნაბიჯი გადადგას საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად.

გთხოვთ გაითვალისწინოთ და მხარი დაუჭიროთ ქალთა კოალიციის მიერ წარმოდგენილ 32 400 ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივას „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“, – საქართველოს ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ დამატებისა და „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ქალთა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციათა კოალიცია

 

 

4 ივლისი 2008 წელი, თბილისი

მიმართვა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტს – „გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში“

ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით მომუშავე „ქალთა კოალიცია“ მოგმართავთ

ქალთა კოალიციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა და 32 400 ამომრჩევლის ხელმოწერა კანონის ყველა ნორმის დაცვით ამა წლის 2 მაისს გადაეცა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.

გთხოვთ, პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს წევრებს გადასცეთ ქალთა კოალიციის ინიციატივით შემუშავებული კანონ პროექტი – საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ დამატების შეტანის და „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ, განსახილველად და მხარდასაჭერად.

კანონპროექტის სრული ვერსია თან ერთვის წერილს.

პატივისცემით
ქალთა კოალიცია

www.wcg.org.ge
www.womeninpoliticsge.org
საკონტაქტო პირები:
თამარ აბრამიშვილი tamar@caucasus.net
მაია კუპრავა-შარვაშიძე maiakuprava@yahoo.com
ტელ: 999 253; 989 217 ფაქსი: 935 902




 

 

შედეგები და სტრატეგია
კოალიციის კონფერენცია

21-22 ივლისი, 2008

იგი მიეძღვნა საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და მომავალ მუშაობას

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს, აგრეთვე, საქართველოს პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, საკრებულოს დეპუტატმა ქალებმა, ქალებმა, რომლებმაც თავიანთი კანდიდატურები წამოაყენეს გასულ არჩევნებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათ გარდა, კონფერენციის აქტიური მონაწილეები იყვნენ კოალიციის პარტნიორები ყირგიზეთიდან მირა კარიბაევა და ვლადიმერ კოროტენკო არასამათავრობო ორგანიზაცია სოციალური ტექნოლოგიების სააგენტოდან.

არჩევნების გენდერული ანალიზი გააკეთა კოალიციის წევრმა ჩარიტა ჯაშმა. კონფერენციის მონაწილეებმა გააანალიზეს ქალი-კანდიდატების მხარდასაჭერი პროგრამა, რომელიც კოალიციამ განახორციელა წინასაარჩევნო პერიოდში: გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით დროებითი ზომების (კვოტების) შემოღებისა და საარჩევნო კოდექსსა და პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე; შეაგროვა ამომრჩეველთა 32 ათასზე მეტი ხმა ამ ინიციატივის მხარდასაჭერად, ჩაატარა მთელი რიგი აქციებისა. დღეს ეს დოკუმენტები პარლამენტში განხილვას ელიან და აუცილებელია მათი ლობირება.

კოალიციის სამოქმედო გეგმა წელიწადნახევარზეა გათვლილი და ეს დრო გამოყენებული უნდა იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის მოსამზადებლად, რომელიც 2010 წელს გაიმართება.

კონფერენციამ მიიღო მიმართვა პარლამენტისადმი, რომელიც შეიცავს კოალიციის მიერ წამოყენებული საკანონმდებლო ინიციატივის სასწრაფოდ განხილვისა და მიღების მოწოდებას.

სურათი გალინა პეტრიაშვილისა




 

 

პარლამენტის არჩევნების შედეგები

 

თუ თქვენი, როგორც ამომრჩევლის, უფლება ირღვევა, დაგეხმარებიან!

დარეკეთ: 99 58 98, 92 24 79, 92 24 80

ცხელი ხაზი საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში
კონსულტაციებისა და არჩევნების პროცესის დარღვევებზე
ოპერატიული რეაგირებისათვის
19-20-21-22 მაისს,
დღე-ღამის განმავლობაში პროგრამა ხორციელდება

შემდეგი ორგანიზაციების მონაწილეობით:
– საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი
– საქართველოს ქალთა კოალიცია
– ადამიანის ჰარმონიული განვითა¬რების ხელშემწყობი საზოგადოება


 

„მეტი ქალი პოლიტიკაში –
მხარი დავუჭიროთ ქალ-კანდიდატებს!“

პრეს-კონფერენცია

2 მაისი, 2008 წელი


პარლამენტში შეგვაქვს გენდერული თანასწორობა.
ამ პაპკებში 32 ათასი ადამიანის ნებაა,
რომელთაც სურთ,რომ ნახევარი
დეპუტატების ადგილი დაიკავონ ქალებმა.

 

2008 წლის 2 მაისს 13.00 საათზე თბილისში, სასტუმრო „მერიოტში“ საქართველოს ქალთა კოალიციამ მოაწყო შეხვედრა. იგი მიეძღვნა ქალთა კოალიციის საკანონმდებლო ინიციატივას – საქართველოს ორგანულ კანონში, პოლიტიკური გაერთიანებების და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალთა კოალიციის წევრები, პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატები, ჟურნალისტები, აქტივისტები, რომლებიც მონაწილეობდნენ ქალთა კოალიციის ინიციატივით თბილისსა და რეგიონებში საკანონმდებლო ორგანოში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობის თაობაზე ხელმოწერების შეგროვებაში.

>>>





 

„მეტი ქალი ახალ პარლამენტში –
მხარი დავუჭიროთ ქალ-კანდიდატებს!“

საქართველოს ქალთა კოალიციის აქცია

1 მაისი, 2008 წელი

„საქართველოს ქალთა კოალიციის“ მიერ ქალ-კანდიდატთა მხარდასაჭერად გამართული მედია-კამპანიის ფარგლებში 2008 წლის 1 მაისს 14.00 საათზე თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე – I საჯარო სკოლის წინ, მოეწყო საჯარო აქცია საპარლამენტო არჩევნებში ქალ-კანდიდატთა მხარდასაჭერად. აქციის მიზანი იყო კიდევ ერთხელ შეეხსენებინა საზოგადოებისათვის, რომ გენდერული თანასწორობის საკითხი სახელმწიფოს დემოკრატიულობისა და სოციალური სამართლიანობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია.

>>>





 

ახალმა საბჭომ არჩევნებთან დაკავშირებით კოალიციას
მედია-კამპანიის გეგმა წარუდგინა

კოალიციის სამუშაო შეხვედრა

22 აპრილი, 2008 წ.

კოალიციის საბჭომ არჩევნებში ქალების მხარდასაჭერად მედია-კამპანიის საკუთარი გეგმა წარმოადგინა. საუბარია ქალთა ფართო და კომპლექსურ გააქტიურებაზე: კანდიდატების, ამომრჩევლების, პარტიული და საზოგადოებრივი აქტივისტების, მონიტორინგის მონაწილეების. ეს გააქტიურება მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში თემის წინ წამოწევასაც ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების დაბალანსებულობის პრობლემამ ასახვა ჰპოვოს წინასაარჩევნო დისკუსიებში, პარტიულ დოკუმენტებში, იქცეს საზოგადოების ფართო მსჯელობის საგნად.

>>>

 



 

მხარს ვუჭერთ ქალთა აქტიურ მონაწილეობას არჩევნებში

პრეს-კონფერენცია

8 აპრილი, 2008

ქვეყანას არჩევნებში ქალთა აქტიური მონაწილეობა ესაჭიროება, განაცხადეს პრეს-კონფერენციაზე კოალიციის წარმომადგენლებმა. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნისათვის და მეტად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ქალის ჩართვა ამ პროცესში. საუბარია ქალთა ელექტორატზეც, რომელიც ჩვენთან ნახევარზე მეტს წარმოადგენს, პარტიულ აქტივობაზეც, ქალთა მონაწილეობაზეც დამკვირვებლისა და მონიტორინგის მონაწილის რანგში. და რასაკვირველია, მეტად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ქალი იქნეს დასახელებული კანდიდატთა შორის.

>>>

 



 

გენდერული ეკონომიკა –
სოციალური სამართლიანობისა და თანაბარი
შესაძლებლობების საფუძველი

რეგიონალური კონფერენცია

თბილისი, 1 აპრილი, 2008 წელი

ორგანიზატორები: გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეციის განვითარების სააგენტოს ერთობლივი რეგიონალური პროექტი – „გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში“, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიასთან და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებთან თანამშრომლობით.

>>>

 



 

დროებითი ზომების მიღების ინიციატივა
გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის

ქალთა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციათა კოალიცია ხელმოწერებს აგროვებს. საჭიროა არანაკლებ 30 ათასი ამომრჩეველის ინიციატივით საქართველოს ორგანულ კანონში ხელმოწერა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე და საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ.

>>>

 



 

კოალიციის კონფერენცია

18 მარტი, 2008

კონფერენცია ჩატარდა კოალიციის წევრი 50 ორგანიზაციის მონაწილეობით. რასაც წინ უძღოდა რეორგანიზაციის პერიოდი, რომელიც მიეძღვნა კოალიციის ახალი სტრუქტურის შემუშავებას. იგი მოამზადა კოალიციის წევრი ორგანიზაციების საინიციატივო საბჭომ. ამ საქმიანობის შედეგები იყო წარმოდგენილი 18 მარტის შეხვედრაზე:

დოკუმენტების შემუშავება მიმდინარეობდა კოალიციის სამუშაო-ჯგუფებთან კონსულტაციებით, რომლის მსვლელობისას გათვალისწინებული იქნა კოალიციის იმ წევრი-ორგანიზაციების მოსაზრებები, რომლებმაც ამ განახლებულ კავშირში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

კონფერენციაზე არჩეულ იქნა კოალიციის საბჭო, რომელიც მისი ხელმძღვანელი ორგანო იქნება 2009 წლის ბოლომდე.

თამარ მაისურაძე, ძალადობისაგან ქალთა და ბავშვთა დაცვის ეროვნული ქსელის რეგიონული კომიტეტი, მცხეთა-მთიანეთი:
- მე იმ საინიციატივო ჯგუფში ვიყავი, რომელიც სტრუქტურისა და საერთო პრინციპების სრულყოფაზე მუშაობდა. სამუშაო რთული იყო, შემადგენლობა იცვლებოდა, ბევრი სიძნელეც იყო. მე ვამაყობ, რომ კონფერენციამ ჩვენი წინადადებები მიიღო, ეს კი ახალი ეტაპის დასაწყისია.

სვეტლანა ლოგუა, ძალადობისაგან ქალთა და ბავშვთა დაცვის ეროვნული ქსელის რეგიონული კომიტეტი, აჭარა:
- უეჭველია, დღევანდელი შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია, ფაქტიურად ახალი ეტაპი იწყება. მეც საინიციატივო ჯგუფში ვმუშაობდი და შევეცადეთ ბევრი რამ გაგვეთვალისწინებინა. მაგრამ ყველაფრის გათავლისწინება, უბრალოდ, შეუძლებელია. ვთვლი, რომ ეფექტურ სისტემას ვაძლევთ ბიძგს, მაგრამ როგორ იმუშავებს, ჩვენზეა დამოკიდებული. ძალზე მნიშვნელოვანია, როგორ დაიწყებს საქმიანობას ახალი საბჭო, როგორ შეძლებს იგი მთელი კოალიციის აყოლიებას. კოალიციის შემადგენლობა თითქმის ერთი მესამედით შემცირდა – იმედი მაქვს, რომ მასში ის ადამიანები დარჩნენ, რომლებიც ქალთა მოძრაობის განვითარებაზე ფიქრობენ.

ნინო შიოშვილი, ქალთა დასაქმების ხელშეწყობის ასოციაცია „ადაგდარი“, თბილისი:
- რეორგანიზაციის ჩატარებით კოალიციამ თავისი ძირითადი ბაზისი – ორგანიზაციათა თანაბარუფლებიანობა - შეინარჩუნა. იმედი მაქვს, რეორგანიზაციის შემდეგ ჩვენი კავშირი უფრო ძლიერი და მობილური გახდება, წევრ-ორგანიზაციებს თანამშრომლობის დიდი გამოცდილება, კარგი რესურსები, ურთიერთ ნდობის მაღალი დონე და ერთად მუშაობის ძლიერი მოტივაცია აქვთ. მწამს, რომ ამის საფუძველზე ჩვენ შევძლებთ ქვეყნის პოლიტიკაზე უფრო ეფექტურ ზემოქმედებას, ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ძიძია ღუდუშაური, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალი და ჯანმრთელობა“, თბილისი:
- ვერც ერთი გაერთიანება ვერ იმუშავებს მკაფიო სტრუქტურისა და თანამშრომლობის კარგი შინაგანი დისციპლინის გარეშე. იმ პოტენციალით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციებს გააჩნია, ახალ, უფრო რთულ ამოცანებს დავძლევთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ შევძელით უფრო ნათლად განგვესაზღვრა მათი პრიორიტეტები.

ცოვინარ ნაზაროვა, ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება, თბილისი:
- განახლებული კოალიცია უფრო წარმოსაჩენს გახდის ქალთა მოძრაობას საქართველოში, რომელიც ჩამოყალიბდა კონკრეტული შედეგების მისაღწევად.

ანა კიკვაძე, ძალადობისაგან ქალთა და ბავშვთა დაცვის ეროვნული ქსელის რეგიონული კომიტეტი, ქუთაისი:
- დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ხელმძღვანელი ორგანოს – კოალიციის საბჭოს მეშვეობით ჩვენი მუშაობა უფრო წარმოსაჩენი და მობილური გახდება.

როზა კუხალაშვილი, „აფხაზეთის ა/რ ქალთა საბჭო“, თბილისი:
- ახალი, რაც კოალიციის მუშაობის რეგლამენტში ჩაიდო: საბჭო, როგორც მმართველი ორგანო კონფერენციებს შორის, საწევროს დაწესება, სტრატეგიის უფრო მკაფიო განსაზღვრაა. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ყველა ორგანიზაცია გადაიხდის საწევრო შენატანს, ამასთან, მისი რაოდენობა დიფერენცირებული იქნება ორგანიზაციის გამოცდილებისა და წარმატებულობის შესაბამისად. დამწყები, მცირე რესურსული შესაძლებლობების მქონე ორგანიზაციები ნაკლებს გადაიხდიან, თუმცა კოალიციის თანაბარუფლებიან წევრად ჩაითვლებიან. ასეთი ინიციატივით უფრო ძლიერი, მეტი გამოცდილებისა და უკეთესი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ორგანიზაციები გამოვიდნენ.

ჯილდა ხარიტონაშვილი, ძალადობისაგან ქალთა და ბავშვთა დაცვის ეროვნული ქსელის რეგიონული კომიტეტი, კახეთი:
- ქალი ლიდერების რეგიონული ქსელი უკვე 7 წელია კოალიციასთან თანამშრომლობს და აი, ჩვენ მის შემადგენლობაში წევრების სახით შევედით. ეს ძალზე მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე კოალიციისათვის. კოალიციაში ჩვენი მუშაობა უფრო ნაყოფიერი იქნება.

ფატი ქემოკლიძე, ძალადობისაგან ქალთა და ბავშვთა დაცვის ეროვნული ქსელის რეგიონული კომიტეტი, რაჭა:
- ძალიან გამიხარდა, რომ კონფერენცია მობილურად და საქმიანად ჩატარდა. მიმაჩნია, რომ უკვე დიდი ხანია უმთავრესის მისაღწევად დროისა და შესაძლებლობების ეკონომიის დრო დადგა. ნაკლები დისკუსია და მეტი მუშაობა.

თამარ მაჭარაშვილი, ასოციაცია „ბავშვთა ჰარმონიული განვითარების სახლი“, თბილისი:
- დიდ იმედებს ვამყარებ საბჭოზე. იქ კარგი გუნდია შერჩეული. იმედი მაქვს, ყველაფერი ისე გამოვა, როგორც დავგეგმეთ. ჩვენ შევინარჩუნეთ მთავარი – სწრაფვა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება უფრო გენდერულად სამართლიანი გახდეს. ორგანიზაციებს აქვთ თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, ახალი სტრუქტურა კი სტიმულს მისცემს მათ.





 

მეტი ქალი გადაწყვეტილების მიმღები: იყავი აქტიური!

აქცია, 7 მარტი, 2008ჟურნალ „კავკასიას“ სპეციალური გამოშვება

ქართველი ქალები წინააღმდეგობაში არიან ჩავარდნილნი: ერთის მხრივ, ისინი იძულებულნი არიან ეკონომიურად და სოციალურად აქტიურები იყვნენ, რათა საკუთარი ოჯახები შეინახონ, მეორეს მხრივ - მათ არ გააჩნიათ საკუთარი წარმომადგენლები ხელისუფლებაში, რათა მათი ინტერესები დაიცვან.

>>>




 

პრეს-კონფერენცია

„ქალთა როლი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში: რეალობა და პოტენციური შესაძლებლობები“

ატარებენ საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წევრი ორგანიზაციები

საქართველოს ქალები მოსახლეობის 53%-ს შეადგენენ, მათ მნიშვნელოვან ნაწილს მაღალი საგანმანათლებლო სტატუსი და კარგი პროფესიული მომზადება გააჩნია, აქტიურია ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქალები აქტიურები არიან სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაშიც – როგორც ექსპერტები, ისინი მონაწილეობენ ნებისმიერი დონის ყველა პროექტში, საკრებულოდან ქვეყნის პარლამენტის ჩათვლით.

>>>




 
პრეს-კონფერენცია დღესასწაულის წინ. საქართველოს ქალები იმსახურებენ, რომ მათ წინაშე მუხლებზე დგებოდნენ არა მარტო ფოტოჟურნალისტები, და არა მხოლოდ დედის დღეს.

დედობა საქართველოში:
დღესასწაული და ყოველდღიურობა

3 მარტს ჩვენი ეროვნული დღესასწაულია – დედის დღე. არა მარტო მოსალოცი, ჩასაფიქრებელიც. იმაზე, თუ რას ნიშნავს – იყო დედა ჩვენს ქვეყანაში? რა პრობლემებთანაა იგი დაკავშირებული?

>>>

 
© 2006 WCG     Created by Levan Chkheidze