Georgian    Russian  
 

GenderMediaCaucasus

Women's Center

GenderInformationalPortal

მთავარი გვერდი > პარტნიორები > ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიურო


ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიურო

http://www.osce.org/odihr/

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს (OSCE/ODIHR) გენდერული განყოფილების ხელმძღვანელი თინა ილსენი:

– დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისში მუშაობის პერიოდში, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ვმუშაობდი, ერთ-ერთ შეხვედრაზე მეწვივნენ ქვრივი ქალბატონები, რომელთაც საკმაოდ სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. მიუხედავად სხვადსხვა უწყებაში სიარულისა, მათ სამართალი ვერ იპოვეს, როგორც ქალებს არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ, მეორეხარისხოვან პიროვნებად თვლიდნენ. იმ ქალბატონებს, რა თქმა უნდა, დავეხმარე, მაგრამ იქედან მოყოლებული არ მასვენებდა კითხვა – რატომ აქცევენ ქალის ხმას ნაკლებ ყურადღებას, ნუთუ იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებული სქესის ვართ? გავიხსენე ჩემი განვლილი ცხოვრების გზა, რა სირთულეები შემხვდა, როგორც ხელმძღვანელ ქალს, მამაკაცებისაგან განსხვავებით და გადავწყვიტე გენდერულ (სქესთა თანასწორობის) საკითხებზე მუშაობა. იმ დროს დაიწყო ODIHR-ის გენდერული პროექტები.

როგორც გენდერული განყოფილების ხელმძღვანელს, იმ პერიოდში, დავალებული მქონდა შემეფასებინა სად, რომელ ქვეყანაში რა კეთდებოდა ამ მიმართულებით. საქართველოში პირველად 2000 წელს ჩამოვედი, ორი კვირის განმავლობაში ბევრ ადამიანს შევხვდი და მივხვდი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების პოტენციალი, რომელიც ძირითადად ქალთა ძალებზეა დაფუძნებული, ძალიან დიდია, მაგრამ მაშინ არ იყო შესაფერისი შეგნება ძალების გაერთიანებისა. შევთავაზე თანამშრომლობა, გაერთიანება, რათა შეეფასაბინათ, აქვთ თუ არა მათ ერთნაირი მიზნები და სურვილები ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მოპოვების სფეროში. ჩვენი  მუშაობა 2001 წელს კონფერენციით დაიწყო, ამას მოჰყვა მრგვალი მაგიდები, დიდხანს ვფიქრობდით სტრატეგიაზე და, მართლაც, შეკრებილი არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე თვის განმავლობაში დარწმუნდნენ, რომ მათ, მართლაც, ერთნაირი მიზნები ჰქონდათ. ქალთა ლიდერობის განვითარება საქართველოში, ქალთა ინტერესებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე, ქალთა უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობა საზოგადოებრივი ნორმა უნდა გახდეს, ვინაიდან  დემოკრატიული სტრუქტურის განუყოფელი ელემენტი სწორედ გენდერული თანასწორუფლებიანობაა.

გენდერული პროგრამა:

Тийна Ильсен თინა ილსენი,
ხელმძღვანელი
Tiina.Ilsen@odihr.pl

Нана Каландадзе ნანა კალანდაძე,
ოფიცერი
Nana.Kalandadze@odihr.pl

Иоланта Цихоцка იოლანტა ციხოცკა,
ასისტენტი 
Jolanta.Cichocka@odihr.pl

 

© 2006 WCG     Created by Levan Chkheidze