|

გალინა პეტრიაშვილის ფოტო
2001 წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიურომ დაიწყო რეგიონალური პროექტის ქალის უფლებები, გენდერული თანასწორობა და ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში განხორციელება.
პროექტის ძირითადი მიზნები:
- სრულფასოვანი სატრენინგო ორგანოს შექმნა, რომლის მოქმედებაც მიმართულია ქალთა მონაწილეობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათი უფლებების დაცვასა და გენდერული თანასწორობის მიღწევაზე, ქალთა ჩართვაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
- ახალგაზრდა ქალების ჩართვა სამოქალაქო საზოგადოების შექმნის პროცესში.
- ამოქალაქო საზოგადოების სრულყოფა, ქალთა როლის გააქტიურება, ქალი-ლიდერების ფორმირება რეგიონში ჩატარებული შესაბამისი ტრენინგების მეშვეობით და შემდგომში მათი წინსვლის ხელშეწყობა.

საქართველოს 11 რეგიონში ჩატარდა ტრენინგები გენდერის საკითხებზე, მომზადდა 22 ქალი-ტრენერი, რომლებმაც შემდგომ თავად გამართეს ტრენინგები. ადგილობრივი პირობებისა და სპეციფიური პრობლემების ცოდნამ მათი მოღვაწეობა უფრო ეფექტიანი გახადა.
რეგიონების წარმომადგენლებმა შეძლეს ქალთა დაინტერესება და გააქტიურება. რამდენიმე მათგანმა არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა.
განხორციელებული პროექტები ასახავს თითოეული რეგიონის ცხოვრებასა და იქ არსებულ ქალთა პრობლემებს.
|