|
|
|
| |
რეკომენდაციები ქალთა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის გაძლერებისთვის
განკუთვნილია ქალთა ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურების, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიისათვის:
1. მუშაობა საზოგადოებასთან –ქალების პოლიტიკაში მონაწილეობასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის საჭიროა:
- საზოგადოებაში ღრმად ჩაინერგოს ქალების პოლიტიკური აქტივობის აუცილებლობის იდეა არა მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებით, არამედ სისტემატურად
- შესაბამისი საგანმანათლებლობო პროგრამების განხორციელება სხვადასხვა დონეზე, რათა მოხდეს გენდერული თანასწორობის იდეის გავრცელება
- შეიქმნას მედია-პროგრამები ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის თაობაზე, რომლებიც საზოგადოებას მიაწვდის ინფომრაციას ქალების პოლიტიკური გამოცდილების და საზოგადოებისთვის მათი მნიშვნელობის შესახებ
- ელექტორატის დამოკიდებულების ანალიზი
- მოსახლეობის სტიმულირება არჩევნებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად
2. მუშაობა ქალთა საზოგადოებასთან – ქალთა საზოგადოების, როგორც საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტორის გასააქტიურებლად საჭიროა:
- ქალების თვითშეფასების ამაღლება და საკუთარი თავისადმი რწმენის გაძლიერება
- საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება
- ქალების ჩართულობის განმტკიცება სამოქალაქო საზოგადოებაში
- ქალთა მიერ წარმოებული ბიზნესის განვითარება და გაძლიერება, რაც წარმოადგენს დამოუკიდებლობის საფუძველს
- ქალი პოლიტიკოსების ავტორიტეტის განმტკიცება ქალ ამომრჩევლებში
3. მუშაობა პოლიტიკურ პარტიებთან – იმისთვის, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ ქალებში პოლიტიკური რესურსების განვითარების ფასეული პოტენციალი, საჭიროა:
- პარტიების ჩართულობა ფართო სამოქალაქო დიალოგში
- პარტიების პროგრამების შესწავლა და მათი ანალიზი გენდერული ბალანსის მხრივ
- პარტიების შიგნით დემოკრატიის განმტკიცება
- ქალების გააქტიურება პარტიებში, მათი თვითშეფასების ამაღლება და პოლიტიკური ამბციების წახალისება
- მიეცეთ შესაძლებლობა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წევრ ქალებს, რათა მათ შეძლონ გაერთიანება ქალთა უფლებების დაცვისთვის
- პარტიების სტიმულირება მათი წინასაარჩევნო სიების გენდერული ბალანსირებისთვის
- ქალი-ექსპერტების პოპულარიზაცია, პარტიებისთვის სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალი-ექსპერტების მონაცემთა ბაზის მიწოდება, იმ მიზნით, რომ პარტიებმა შეძლონ მათი მოზიდვა ახალი წევრების სტატუსით
- ქალთა პოლიტიკური ელიტის ფორმირება
- პარტიულ პრაქტიკაში სისტემური ცვლილებების გატარება.
4. სამთავრობო დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულ სტრუქტურებთან მუშაობა:
- საარჩევნო კანონმდებლობის ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა
- სხვადასხვა საზოგადოებრივ და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კომპრომისის მიღწევა
- საარჩევნო პრაქტიკის საგულდაგულო ანალიზი არასამთავრობო ექსპერტების მონაწილეობით
- საარჩევნო ადმინისტრაციებში გენდერული ბალანსის დაცვა, რაც უპირველეს ყოვლისა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეხება
- სამოქალაქო საზოგადოების იმ ინიციატივების ყურადღებით გადახედვა, რომლებიც პოლიტიკურ მმართველობაში ქალების როლის განმტკიცებას ეხება
- პარტიების მოტივაციის გაზრდა ქალების საარჩევნო სიებში ჩართვის შესახებ პარიტეტულ საწყისებზე
5. მუშაობა ქალ-კანდიდატებთან
- მუშაობა ქალ-კანდიდატებთან პოლიტიკური ბრძოლის უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად
- მათი სწავლება ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით
- ქალების სოლიდარობის სწავლება საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით
- თვითშეფასების ამაღლება და საკუთარი თავის რწმენის განმტკიცება
- სწავლება საკუთარი ძლიერი პროგრამების კომპლექტაციისთვის
- პიარ კამპანიის მაღალ დონეზე ჩატარების სწავლება, რაც გამოიწვევს იმას, რომ ფართო საზოგადოება შეძლებს მათ ცნობას და მათი პროგრამების უკეთ გაგებას
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, ამომრჩევლებთან და კონკურენტებთან ურთიერთობის სწავლება
- რესურსების მოძიება ქალი-კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიებისთვის
- ქალი-კანიდადტების პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება წინასაარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებით
6. მუშაობა მედიასთან:
- აუცილებელია ისეთი პროგრამები, რომლებიც მხარს უჭერს ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში
- სწავლება გენდერის შესახებ უნდა დაინერგოს უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე
- სასურველია რეგულარული ტელე- და რადიოგადაცემების, აგრეთვე საგაზეთო სტატიების მომზადება, რომლებიც ეხება ქალთა მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში
- საჭიროა ამაღლდეს იმ ჟურნალისტთა კვალიფიკაცია, რომლებიც ქალთა უფლებების, მათ შორის პოლიტიკური უფლებების დაცვის სფეროში მუშაობენ
- სასურველია არსებობდეს კონკრეტული პერიოდული გამოცემა, რომელშიც განხილული იქნება ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში
7. საზოგადოებრივი და საერტასორისო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გააქტიურებაზე:
- ქალთა პოლიტიკური აქტივობის პროგრამები აუცილებლად უნდა მოიცავდნენ მედიის კომპონენტს ფართო საზოგადოებაზე ზემოქმედების მიზნით
- აუცილებელია ღრმა კომპლექსული პროგრამები, რომლებიც რეგულარულად და არა მხოლოდ არჩევნების დროს განხორციელდება
- აუცილებელია საარჩევნო კანონმდებლობის ღრმა ანალიზი, აგრეთვე იმ დაბრკოლებების შესწავლა, რომლებიც ხელს უშლის ქალებს
- აუცილებელია ზოგადი საარჩევნო პრაქტიკის ღრმა ანალიზი
- აუცილებელია იმ საკანომდებლო ცვლილებების სისტემატური ლობირება, რომელბიც გაამყარებს ქალთა პოზიციებს
- საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს საარჩევნო ადმინისტრაციული ორგანიების ქალებით დაკომპლექტებისა და მათში გენდერული ბალანსის დაცვის საკითხს
- საჭიროა განვითარდეს წინასაარჩევნო და არჩევნების პროცესების მონიტორინგის სისტემა
- სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალიექსპერტების მონაცემთა ბაზის შექმნა
- საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა პოლიტიკაში ქალების გააქტიურების მიზნით
- სხვადასხვა პარტიების წევრი ქალებით დაკომპლექტებული პარტიათაშორისი საბჭოს შექმნა
- მუშაობა საქართველოს ახალ პარლამენტში არჩეულ ქალებთან, შესაბამისად მათი ჩამოყალიბება ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის მხარდამჭერებად, რომლებიც გავლენას მოახდნენ პარლამენტში ქალთა მოძრაობაზე
შეაჯამა გალინა პეტრიაშვილმა
8 ინვისი, 2008
სურათი ანა დათოშვილისა |
| |
ქალები საქართველოს პარლამენტში
არჩევნების შედეგები

სხვადასხვა ინსტიტუციურ ფაქტორებზე დაყრდნობით ექსპერტები არჩევნების შედეგად ქალთა რაოდენობის შემცირებას ვარაუდობდნენ. მანდატების საერთო რაოდენობის შემცირებას, ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების არსებობას, პროპორციული საარჩევნო მანდატების ხვედრითი წილის შემცირებას, 7%-იანი საარჩევნო ბარიერის 5%-მდე შემცირებას ქალთა რაოდენობის შემცირება უნდა გამოეწვია. ამ მნიშვნელოვან ფაქტორებს ასევე პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი გენდერულად ”არასენსიტიური” სიებიც დაერთო და საერთო ჯამში, არჩევნების შედეგების მიხედვით ქალებმა 9 მანდატი მოიპოვეს, რამაც საერთო რაოდენობის 6% შეადგინა. აქედან პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ იქნა 8 ქალი, ხოლო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიტ - მხოლოდ ერთი. პარტიების მიხედვით პროპორციული სიით ქალთა მიერ მოპოვებული მანდატები შემდეგნაირად არის გადანაწილებული:
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსათვის“ (5 მანდატი)
- საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“ (2 მანდატი)
- „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები“ (1 მანდატი)
ლეიბორისტული და რესპუბლიკური პარტიების მიერ გაყვანილი პარლამენტის წევრებიდან არც ერთი არ არის ქალი.
რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, 57 მაჟორიტარი კანდიდატი ქალიდან მხოლოდ ერთმა ქალმა, ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილმა რუსუდან კერვალიშვილმა მოიპოვა გამარჯვება სამგორის მაჟორიტარულ ოლქში, რაც მაჟორიტარული მანდატების 1,3% შეადგენს. მაჟორიტარი ქალი კანდიდატებიდან გამარჯვება 1,7%-მა მოიპოვა, ანუ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში წარდგენილი ქალი კანდიდატების 98,3% არჩევნებში დამარცხდა.
მთლიანად: http://www.parliament.ge/files/1123_18877_244973_genderuli_analizi.pdf
ქალ პარლამენტართა სია:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსათვის“
1. ოჩიაური ხათუნა - 09.06.59; არქიტექტორი; თბილისის საკრებულო; წევრი; უპარტიო
2. ხერხეულიძე ეკატერინე - 13.06.72; ფილოლოგი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბჭო; განათლების, კულტურის, მეცნიერების და სპორტის თავმჯდომარე;
3. გოგორიშვილი ხათუნა - 04.09.64; სამართალმცოდნე; საქართველოს პარლამენტი; კომიტეტის თავმჯდომარე;
4. ვერულაშვილი მარიკა - 19.03.71; სამართალმცოდნე; საქართველოს პარლამენტი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; წევრი, თავმჯდომარის მოადგილე;
5. თაქთაქიშვილი ჩიორა - 28.02.81; სამართალმცოდნე; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
6. კერვალიშვილი რუსუდანი - 25.07.55; სამკურნალო საქმე; შ.პ.ს. „ცენტრ პოინტ ჯგუფი“; დამფუძნებელი;
საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“
7. ბესელია ეკა - 06.11.71; სამართალმცოდნე; ს.პ.ს. „ეკა ბესელიას საადვოკატო კომპანია“; დირექტორი; პ/გ „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“
8. ჩიხრაძე ფიქრია - 27.04.66; ქართული ენა და ლიტერატურა; საქართველოს პარლამენტი; პარლამენტის წევრი; პ/გ „ახალი მემარჯვენეები“ (ახლები)
„გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები“
9. ანიკაშვილი მაგდალინა - 24.10.81; ტელე-კინო ჟურნალისტი; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“; პრეს-სპიკერი |
| |
ვინ არის პარტიულ სიებში?
| N |
პოლიტიკური პარტიები |
ქალი-კანდიდატები პარტიულ სიებში (1-20)
|
პარტიულ სიაში # |
მაჟორიტარი ქალი-კანდიდატი |
| 1 |
საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება
„ქართული პოლიტიკა“
|
1. ძიაფშიპა დიანა |
10 |
- ჯაყელი გიული
|
| 2 |
საქართველოს რესპუბლიკური პარტია |
1. ხიდაშელი თინათინი |
6 |
- ხიდაშელი თინათინი
- ზუმბაძე გულო
- ბოდაველი მერი
- სულაძე მზია
- რომელაშვილი თამარი
- ველთაური ქეთევანი
- თათანაშვილი ხათუნა
- გვენეტაძე ნინო
- გოგოლაძე თამარი
- ზაბახიძე ინგა
- თოლორაია ნონა
- სამნიძე ხათუნა
- მეშვილდიშვილი მარინა
|
| 3 |
საარჩევნო ბლოკი – „მემარჯვენე ალიანსი,თოფაძე-მრეწველები
(მ.გ.ს., ერთობა, ედპ)“ |
1.წულუკიძე მარინა
2.სებისკვერაძე ქეთევანი
3.თაბუკაშვილი რუსუდან
4. ბოლქვაძე ნინო
|
12
18
19
20
|
|
| 4 |
„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ |
1.კირთაძე ნესტანი
2.მარშანია ადა
3.გრიგალაშვილი ირინე
|
7
12
20
|
- გაფრინდაშვილი ლეილა
- ლაგვილავა ქეთევანი
- ტალახაძე ქეთევანი
- აბაშიძე დალი
- მიქელაძე ეთერი
- იჟარაძე ლეილა
- ნათობიძე ნუნუ
- მდევაძე ნანა
- კირთაძე ნესტანი
- მარშანია ადა
- ვეფხვიაშვილი ლალი
|
| 5 |
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსათვის“ |
1.ოჩიაური ხათუნა
2.ხერხეულიძე ეკატერინე
3. გოგორიშვილი ხათუნა
|
6
15
20
|
- კერვალიშვილი რუსუდანი
|
| 6 |
პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სპორტსმენთა კავშირი“ |
1. ბურჯალიანი მარინა |
20 |
|
| 7 |
საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“ |
1.ბესელია ეკა
2.ჩიხრაძე ფიქრია
3.ტლაშაძე თეო
|
6
14
19
|
- ბესელია ეკა
- ჩიხრაძე ფიქრია
- სიხარულიძე მაია
- ბარსეგიანი კარინე
|
| 8 |
„სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია“ |
1რევაზიშვილი ნატო
2.კუპრაშვილი ტერეზა
3.მაისურაძე ციცინო
|
7
11
20
|
- ძავაშვილი ნადეჟდა
|
| 9 |
პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიანულ-დემოკრატიული
ალიანსი (ქდა)“ |
1.ინაშვილი ირმა
2.კეკელიძე ირმა
3.იამანიძე ინეზა
4.დადიანი მაია
|
8
12
15
18
|
- ინაშვილი ირმა
- პერანიძე ქეთევანი
- მინდაძე ეკატერინე
- ჯანაშია ელისო
- ნაკაშიძე ლამარა
|
| 10 |
„გიორგი თარგამაძე – ქრისტიანი დემოკრატები“ |
1. ანიკაშვილი მაგდალინა |
3 |
- ანიკაშვილი მაგდალინა
- ნავერიანი მთვარისა
- მიქაძე იზა
- კახიანი მერი
- კოტრიკაძე მაგდანა
- ხუხუა დინარა
|
| 11 |
საარჩევნო ბლოკი „ტრადიციონალისტები – ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია“ |
1. მაღრაძე გუგული
2. მუხაშავრია ლია
3. უზნაძე ნინო
4 გვენცაძე ნანა
|
2
8
12
17
|
- იაშვილი ნინო
- ჯანგირაშვილი ირმა
- მუხაშავრია ლია
- მაღრაძე გუგული
- გარუჩავა ციური
- საღლიანი მანანა
- უზნაძე ნინო
- გოგინავა ნატო
- გოგუა მანონი
- ევგენიძე მზია
- საგინაძე ზია
|
| 12 |
საქართველოს პოლიტიკური პარტია „ჩვენი ქვეყანა“ |
1.ნანობაშვილი ქეთევანი
2.იმერლიშვილი ოლია
3.ლომიძე მარინა
4. ზანგალაძე მარინა
5.ქადაგიძე ლამარა
|
3
4
9
11
20
|
- თხელიძე დოდო
- ნანობაშვილი ქეთევანი
- ჩხენკელი რუსუდან
- ანთაძე ცისანა
|
პარტიული სიებში რეგისტრირებულია პირველ ათეულში 13 ქალი კანდიდატი,
პირველ ოცეულში კი 33.
პირველ ათეულში ქალი კანდიდატი არ ჰყავს: საარჩევნო ბლოკს “მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე-მრეწველები (მ.გ.ს. ერთობა, ედპ) და პოლიტიკურ გაერთიანებას “საქართველოს სპორტსმენთა კავშირს.”
მაჟორიტალურ ოლქებში რეგისტრირებული 464 კანდიდატიდან, ქალი 57-ია, რაც 12.3% შეადგენს; ყველაზე მეტი ქალი კანდიდატი ჰყავს: საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას(13),
საარჩევნო ბლოკს “ტრადიციონალისტები-ჩვენი საქართველო და ქალთა პარტიას”(11) და ”შალვა ნათელაშვილი’- საქართველოს ლეიბორისტული პარტიას (11).
მხოლოდ თითო კანდიდატი ჰყავს: “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას-გამარჯვებული საქართველოსათვის”, საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას “ქართული პოლიტიკა” და
“სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტიას”.
75 მაჟორიტალური ოლქიდან 33-ში, ანუ 44.0% არ არის რეგისტრირებული ქალი კანდიდატები.
მაჟორიტარი ქალი კანდიდატები არ ჰყავთ: საარჩევნო ბლოკი-“მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე-მრეწველები (მ.გ.ს. ერთობა, ედპ) და პოლიტიკურ გაერთიანებას “საქართველოს სპორტსმენთა კავშირი”,
მოამზადა როზა კუხალაშვილმა
|
| |
დროებითი ზომების მიღების ინიციატივა
გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის
ქალთა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციათა კოალიცია ხელმოწერებს აგროვებს. საჭიროა არანაკლებ 30 ათასი ამომრჩეველის ინიციატივით საქართველოს ორგანულ კანონში ხელმოწერა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე და საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ.
დაწვრილებით
დოკუმენტმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში რეგისტრაცია გაიარა 19.03.08. #4974/4-12
http://www.parliament.ge/index.php?sec_id=298&info_id=18561&lang_id=GEO
ქალთა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციათა კოალიციის სახელით რეგისტრაცია გაიარა საინიციატივო ჯგუფმა და ხელმოწერებს აგროვებს თამარ აბრამიშვილი, მანანა მებუკე, ნინო ჯავახიშვილი, ციცო ბაკურაძე და მაია კუპრავა.
კანონით განსაზღვრული ვადა 30 ათასი ამომრჩეველის ხელმოწერის შეგროვების არის 45 დღე.
პროექტი:
მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, #22, 19.06.2007, მუხ. 186) 34-ე მუხლის რედაქცია ჩაითვალოს პირველ პუნქტად და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. თუ პარტია პარტიული სიების ან ძირითადი და სარეზერვო მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას დაარღვევს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ სქესთა პროპორციულობის პრინციპს, პარტიული სიებით წარსადგენი პროპორციულობის წესის ყოველი 5%-ით დარღვევაზე პარტიის საბაზო დაფინანსების ოდენობა მცირდება 5%-ით, ხოლო ძირითადი და სარეზერვო მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას სქესთა პროპორციულობის ყოველი დარღვევისას – 10%-ით.“
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N25, 22.08.2001, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
96-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
7. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები, იმგვარად, რომ სიის ყოველი მეორე იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.“
ადამიანის უფლებებზე და გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ვთხოვთ მონაწილეობა მიიღონ ხელმოწერების შეგროვებაში!
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი
მისამართი: ბარათაშვილის 6/10
ტელ: 935 902;
მაია კუპრავა: maiakuprava@yahoo.com , 899 57 25 07
თამარ აბრამიშვილი: tamar@caucasus.net , 899 33 75 08 |
|
|