Georgian    Russian  
 

GenderMediaCaucasus

Women's Center

GenderInformationalPortal

მთავარი გვერდი > არჩევნები-2006 > მედია არჩევნების შესახებ

საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია

„ქალს შეუძლია შეცვალოს“ – თვითმმართველობის არჩევნები და კოალიციის პარალელური კამპანია

ელექტრონული ახალი ამბები (გამოშვება #3)

5 ოქტომბერი

 

ადამიანის ნება უნდა იყოს ხელისუფლების უმთავრესი წყარო. ეს ნება უნდა გამოიხატებოდეს პერიოდულ და არაფალსიფიცირებულ არჩევნებში, რომელიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაობის, თანასწორობის, ფარულობის და სხვა პრონციპების დაცვით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას“, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში.

დღევანდელ გამოშვებაში იხილეთ:

ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია და თვითმმართველობის არჩევნები


ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან  და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან

გურამ ჩალაგაშვილი დღეს საღამოს 00.00 საათზე პირველად მონაცემებს გამოაცხადებს

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი 3 ოქტომბერს თბილისის ათივე რაიონის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა. 4 ოქტომბერს იგი ცხელი ხაზის ოფისისა და შემდეგ საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ვიდეო-კამერების მუშაობას გაეცნო. ჩალაგაშვილის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია მზად არის არჩევნების ჩასატარებლად.

5 ოქტომბრის 17 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი არ იყო, თბილისში 28-30%-ს შეადგენდა. საღამოს 00.00-საათზე ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველად შედეგებს გამოაცხადებს. 

ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში (მის.: ძმები ზუბააშვილების 32, შესასვლელი არსენა ოძელაშვილის 21-დან). ტელ./ფაქსი 987016, ცხელი ხაზი: 424242, ვებგვერდი: www.cec.gov.ge



საარჩევნო კომისიამ ვერ უზრუნველყო ბრაილის შრიფტით ბიულეტენების დაბეჭვდა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამჯერად ვერ უზრუნველყო უსინათლო მოქალაქეებისთვის ბრაილის შრიფტით ბიულეტენების დაბეჭვდა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კომისის თავმჯდომარემ ალექსანდრე ღონღაძემ საქართველოს უსინათლოთა კავშირს ბრაილის შრიფტით 4 წიგნად დაბეჭდილი საარჩევნო კოდექსი გადასცა. (www.cec.gov.ge).

 


არჩევნების დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ცხელი ხაზი მუშაობდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა. ასოციაციის ცხელი ხაზების საშუალებით ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ჰქონდა ასოციაციის იურისტებს დაკავშირებოდა ტელეფონის ნომრებზე: 96 35 39 ან 45 18 44

ასოციაციის თანამშრომლები არჩევნების დღეს მობილური ჯგუფების საშუალებით და საკუთარი წარმომადგენელების საშუალებით საარჩევნო ოლქებსა და უბნებზე არჩევნებს აკვირდებოდნენ და მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიდნენ.

5 ოქტომბერს მედიასთან შეხვედრა გაიმართება 11.00 / 14.00 / 17.00 / 20.00 / 23.00 საათებზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცენტრალურ ოფისში მისამართზე: კრილოვის ქ. 15.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
თბილისში - თორნიკე გურულს 893 28 13 27/ 93 61 01 / 95 23 53 / 96 35 39
ქუთაისში – ნიკა გეგეშიძეს 877 44 73 27



არჩევნებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების 3500-ზე მეტი დამკვირვებელი ადევნებდა თვალს

5 ოქტომბრის არჩევნებზე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას 3500-ზე მეტი დამკვირვებელი ჰყავდა საარჩევნო უბნებზე. ისინი აკვირდებოდნენ კენჭისყრის, ხმების დათვლის, შეჯამების პროცესს.

არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნები“ თბილისსა და ოთხ თვითმმართველ ქალაქში (ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ქუთაისი) ახორციელებდა ამომრჩეველთა ხმების პარალელურ დათვლას, რომლის შედეგები მალე გახდება ცნობილი.

ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერტაშორისო საზოგადოების ტელეფონის ნომრებზე: 983998, 954559, ვებგვერდი : www.isfed.ge

 



ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია და თვითმმართველობის არჩევნები

1 ოქტომბერი – კოალიციის პარალელური კამპანიის პიკის დღე

1 ოქტომბერს კოალიციის წევრებმა, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არჩევნების პარალელური კამპანიის პიკის დღე აღნიშნეს. იმ დღეს დაგეგმილი აქციები მიმართული იყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ქალთა და სოციალური საკითხების გააქტიურებისაკენ. პიკის დღის ცენტრალური ღონისძიება 9 აპრილის (ყოფილი ალექსანდრეს) ბაღში 1 საათზე დაიწყო.

უკრავდა სიმებიანი კვარტეტი, მღეროდნენ მოზარდები, სტუდენტები მოსახლეობაში ავრცელებდნენ ქალთა კოალიციის მიერ გამოცემულ ბიულეტენებს, კალენდრებს, პლაკატებს...

კოალიციის რეგიონული ტრენერის მაია ჯულაყიძის ინფორმაციით, აქციები ჩატარდა გორში, ხაშურში, ქარელში. ქალთა აქტივობის მხარდასაჭერად მოზარდები სხვადასხვა ლიტერატურას ავრცელებდნენ.

რუსთავში სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით ასფალტზე ხატვის კონკურსი გაიმართა.

დუშეთში კონცერტი და ასფალტზე ხატვის კონკურსი გაიმართა...

ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კოალიციის საიტზე: www.wcg.org.ge


2 ოქტომბერი – კოალიციის წინასაარჩევნო შემაჯამებელი შეხვედრა

2 ოქტომბერს სასტუმრო „ქორთიართ მარიოტში“ საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.

როგორ მიმდინარეობს კოალიციის პარალელური კამპანია? რა აჩვენა თბილისსა და რეგიონებში ჩატარებულმა შეხვედრებმა და სემინარებმა? რატომ არის პარტიის სიებში ცოტა ქალი? რა პრობლემები ხვდებათ დეპუტატობის კანდიდატ ქალებს თბილისსა და რეგიონებში? რა აწუხებს ამომრჩეველს? 

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამ საკითხებზე ესაუბრებოდნენ კოალიციის წევრები დეპუტატობის კანდიდატ ქალებს. პარტიის ლიდერთაგან შეხვედრაზე მხოლოდ (და ტრადიციულად) დავით უსუფაშვილმა შეძლო მისვლა.

პარალელური კამპანიის საკოორდინაციო ჯგუფისა და კოალიციის სამუშაო ჯგუფების საქმიანობის შესახებ საუბრობდნენ თამარ აბრამიშვილი, მაია კუპრავა-შარვაშიძე, ნინო შიოშვილი, თინათინ მოსიაშვილი, მანანა მებუკე, ძიძია ღუდუშაური, ირინა ინასარიძე, ნენო მაისურაძე, ქეთი დადუნაშვილი, დიანა მიქაძე. შეხვედრას უძღვებოდა ელენე რუსეცკი.

დეპუტატობის კანდიდატმა მანანა გაბუნიამ განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ კოალიცია უფრო მეტად გაუწევდა ქალ კანდიდატებს პოპულარიზაციას. ამ შეხვედრებით მეტად დაინტერესდებოდნენ ტელეკომპანიები.

რა არის ის ძირითადი გზავნილი, რომელსაც დეპუტატობის კანდიდატი ქალები ამომრჩეველს უგზავნიან:

ირინა იმერლიშვილი, მაჟორიტარი კანდიდატი საბურთალოს რაიონში, რესპუბლიკელ-კონსერვატორები: „ვფიქრობ, მეტი ქალი უნდა მოვიდეს პოლიტიკაში, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ შევცვლით“.

ნინო სალაძე, „საქართველოს გზა“: მინდა დავეხმარო დაზარალებულ თბილისს~.

ჟუკა მითაიშვილი, „საქართველოს გზა“: „მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც ადამიანებს შეეძლებათ საკუთარი საქმე აკეთონ“.

ლია მირცხულავა, „თოფაძე, მრეწველები“: „მინდა დავეხმარო თაობას, რომელიც დღეს უმუშევრად დატოვეს და რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი კეთილი საქმის კეთება შეუძლია. საერთოდ ქალებს, დედებს დახმარება სჭირდებათ“.

ირინა ჭიჭინაძე, „საქართველოს გზა“: „მხატვარი ვარ და სულაც არ მინდა პოლიტიკაში ყოფნა, მაგრამ იქნებ ამ გზით მაინც შევძლო ჩვენი შვილებისთვის სასიკეთო საქმის კეთება“.

მაია ნაჭყებია, „საქართველოს გზა“: „ბიუჯეტი თუ არ იქნა გამჭვირვალე, ვერაფერს მივაღწევთ, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, სად იხარჯება, საბიუჯეტო სახსრები“.

ნანა გოგიბერიძე, რესპუბლიკელ-კონსერვატორები: „დღეს ჩვენს ქვეყანაში იშვიათად თუ შეხვდები ბედნიერ მოხუცს, მინდა პენსიონერებს ბედნიერი სახეები ჰქონდეთ“.

ციცო ბაკურაძე, „თოფაძე, მრეწველები“: „მიმაჩნია, რომ ქვეყანა ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებით, სამუშაო ადგილების გაჩენით, ინფლაციის შეჩერებით, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობით უნდა ვაშენოთ“.

მანანა ორბელიანი, „თოფაძე, მრეწველები“: „მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა, რადგან საარჩევნო კომისიის წევრი ვარ და ამ ორი საქმინაობის შეთავსება არ შეიძლებოდა, მიმაჩნია, რომ კომისიის წევრობით უფრო მეტ საქმეს გავაკეთებ“

თამარ გოგინაშვილი, დუშეთი, ლეიბორისტული პარტია: „მიმაჩნია, რომ მამაკაცების უხეშ პოლიტიკას სიყვარულისა და თანამშრომლობის პოლიტიკა უნდა დავუპირისპიროთ“.

მოწვევის მიუხედავად, შეხვედრაში არ მონაწილეობდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები.



საარჩევნო სიების გენდერული ანალიზი, ანუ როგორ  არიან წარმოდგენილი ქალები საარჩევნო სიებში?

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებულია მაჟორიტარ კანდიდატთა სია, როგორ არიან წარმოდგენილი ქალები საარჩევნო სიებში?

კახეთი

264 კანდიდატიდან 30 ქალია (11,4%)

საგარეჯოს საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 21 კანდიდატს შორის 1 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 14 კანდიდატს შორის 3 ქალია, „თოფაძე, მრეწველების“ 7 კანდიდატს შორის – 2 ანუ 42 კანდიდატიდან 6 ქალია.

გურჯაანის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 23 კანდიდატს შორის 1 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 16 კანდიდატს შორის 3 ქალია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატთა შორის 18-დან 2 ანუ სულ 57 კანდიდატიდან 6 ქალია.

სიღნაღის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 14 კანდიდატს შორის 1 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 5 კანდიდატს შორის არც ერთი არ არის ქალი, ლეიბორისტებიდან 2 კანდიდატიდან 2-ვე ქალია, „თოფაძე, მრეწველები“ მხოლოდ 1 მამაკაცი, „საქართველოს გზა“ – 2 მამაკაცი, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატთა შორის 2-დან 1 ქალია ანუ 26 კანდიდატიდან 4 ქალია.   

დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი  

ნაციონალური მოძრაობის 12 კანდიდატს შორის 1 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 6 კანდიდატს შორის არც ერთი არ არის ქალი, „თოფაძე, მრეწველების“ 3 კანდიდატიდან არც ერთი არ არის ქალი,  ლეიბორისტებიდან 7 კანდიდატიდან 1 ქალია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატთა შორის 2-დან არც ერთი ანუ 30 კანდიდატიდან 2 ქალია.

ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი 

ნაციონალური მოძრაობის 15 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 4 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის, ლეიბორისტებიდან 3 კანდიდატიდან 1 ქალია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატთა შორის 3-დან არც ერთი ანუ 25 კანდიდატიდან 1 ქალია.  

ყვარლის საარჩევნო ოლქი 

ნაციონალური მოძრაობის 11 კანდიდატს შორის 1 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 4 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის,  ლეიბორისტების 3 კანდიდატიდან 1 ქალია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატთა შორის 8-დან 1 ქალია ანუ 26 კანდიდატიდან 4 ქალია.

თელავის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 18 კანდიდატიდან არც ერთი ქალი არ არის, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 6 კანდიდატს შორის 1 ქალია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატთა შორის 3-დან 2 ქალია ანუ 27 კანდიდატიდან 3 ქალია.

ახმეტის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 15 კანდიდატს შორის 2 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 9 კანდიდატს შორის 1 ქალია, ლეიბორისტების 5 კანდიდატიდან 1 ქალია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატთა შორის 2-დან არც ერთი ქალი არ არის ანუ 31 კანდიდატიდან 4 ქალია.

მცხეთა-მთიანეთი

132 კანდიდატიდან 17 ქალია (12,9%)

მცხეთის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 16 კანდიდატს შორის 2 ქალია, ლეიბორისტებიდან 2 კანდიდატიდან არც ერთი ქალი არ არის, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი“ 3 კანდიდატიდან არც ერთი ქალი არ არის, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატთა შორის 8-დან 2 ქალია ანუ 29 კანდიდატიდან 4 ქალია.

დუშეთის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 18 კანდიდატს შორის 3 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 4 კანდიდატს შორის არც ერთი არ არის ქალი,   ლეიბორისტების 14 კანდიდატიდან 1 ქალია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატთა შორის 13-დან 3 ქალია ანუ 49 კანდიდატიდან 7 ქალია.

თიანეთის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 12 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის, ლეიბორისტებიდან 3 კანდიდატიდან 1 ქალია, „თოფაძე, მრეწველები“ 9 კანდიდატიდან არც ერთი ქალი არ არის, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატთა შორის 6-დან 1 ქალია ანუ 30 კანდიდატიდან 2 ქალია.

ყაზბეგის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 6 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატთა შორის 9-დან 2 ქალია ანუ 15 კანდიდატიდან 2 ქალია.

ახალგორის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 8 კანდიდატს შორის 2 ქალია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილია მხოლოდ 1 მამაკაცი კანდიდატი ანუ 9 კანდიდატიდან 2 ქალია.

ქვემო ქართლი

211 კანდიდატიდან 20 ქალია (9,5%)

რუსთავის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 5 კანდიდატს შორის 2 ქალია, „თოფაძე, მრეწველების“ 3 კანდიდატიდან არც ერთი არ არის ქალი,  ლეიბორისტებიდან 3 კანდიდატიდან არც ერთი ქალი არ არის ანუ 11 კანდიდატიდან 2 ქალია.

გარდაბნის საარჩევნო ოლქი 

ნაციონალური მოძრაობის 23 კანდიდატს შორის 3 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 4 კანდიდატს შორის 2 ქალია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატთა შორის 10-დან არც ერთი ანუ 37 კანდიდატიდან 5 ქალია. 

მარნეულის საარჩევნო ოლქი 

ნაციონალური მოძრაობის 18 კანდიდატს შორის 1 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 2 კანდიდატს შორის არც ერთი არ არის ქალი, „თოფაძე, მრეწველებს“ მხოლოდ ერთი 1 მამაკაცი კანდიდატი ჰყავთ ანუ 21 კანდიდატიდან 1 ქალია. 

ბოლნისის საარჩევნო ოლქი 

ნაციონალური მოძრაობის 14 კანდიდატიდან არც ერთი ქალი არ არის, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 4 კანდიდატს შორის 1 ქალია, „თოფაძე, მრეწველების“ 3 კანდიდატიდან არც ერთი არ არის ქალი,  საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატთა შორის 8-დან არც ერთი ანუ 29 კანდიდატიდან 1 ქალია. 

დმანისის საარჩევნო ოლქი 

ნაციონალური მოძრაობის 14 კანდიდატიდან 1 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 3 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის, „თოფაძე, მრეწველებს“ მხოლოდ 1 კანდიდატი მამაკაცი ჰყავთ, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატთა შორის 12-დან არც ერთი ანუ 30 კანდიდატიდან 1 ქალია. 

თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქი 

ნაციონალური მოძრაობის 20 კანდიდატიდან 3 ქალია, ლეიბორისტებიდან 3 კანდიდატიდან 1 ქალი, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატთა შორის 10-დან 1 ქალია ანუ 23 კანდიდატიდან 5 ქალია

წალკის საარჩევნო ოლქი 

ნაციონალური მოძრაობის 30 კანდიდატიდან 2 ქალია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატთა შორის 30-დან 3 ქალია ანუ 60 კანდიდატიდან 5 ქალია.

შიდა ქართლი

165 კანდიდატიდან 23 ქალია (13,9%)

გორის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 21 კანდიდატს შორის 2 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 13 კანდიდატს შორის 2 ქალია, ლეიბორისტებიდან 4 კანდიდატიდან 1 ქალია, „საქართველოს გზა“ – 2 კანდიდატიდან 2 ქალია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატთა შორის 6-დან 2 ქალია ანუ 46 კანდიდატიდან 9 ქალია.

კასპის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 16 კანდიდატს შორის 1 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 8 კანდიდატს შორის 3 ქალია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატთა შორის 5-დან 1 ქალია ანუ 29 კანდიდატიდან 5 ქალია

ქარელის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 21 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 10 კანდიდატს შორის 4 ქალია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ 14 კანდიდატს შორის 1 ქალია ანუ 44 კანდიდატიდან 5 ქალია.

ხაშურის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 13 კანდიდატს შორის 1 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 3 კანდიდატს შორის 1 ქალია, ლეიბორისტებიდან 2  კანდიდატიდან არც ერთი ქალი არ არის, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 8 კანდიდატიდან 1 ქალია ანუ 26 კანდიდატიდან 3 ქალია.

თიღვის თემში

ნაციონალური მოძრაობის 4 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის ანუ 4 –დან 0.

ლიახვის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 8 კანდიდატს შორის 1 ქალია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 8 კანდიდატიდან არც ერთი ქალი არ არის ანუ 16 კანდიდატიდან 1 ქალია.

სამცხე-ჯავახეთი

220 კანდიდატიდან 14 ქალია (6,4%)

ბორჯომის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 11 კანდიდატს შორის 4 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 4 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის,  „საქართველოს გზა“ – 2 კანდიდატიდან 2 ქალია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატიდან 1 ქალია ანუ 22 კანდიდატიდან 7 ქალია.

ახალციხის ორჯომის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 16 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 7 კანდიდატს შორის 2 ქალია,  „საქართველოს გზა“ – 2 კანდიდატიდან არც ერთი ქალი არ არის, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 20 კანდიდატიდან 3 ქალია ანუ 45 კანდიდატიდან 5 ქალია.

ადიგენის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 15 კანდიდატს შორის 1 ქალია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 12 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის ანუ 27 კანდიდატიდან 1 ქალია.

ასპინძის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 13 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილს“ მხოლოდ 1 მამაკაცი კანდიდატი ჰყავს, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 12 კანდიდატიდან 1 ქალია ანუ 26 კანდიდატიდან 1 ქალია.

ახალქალაქის საარჩევნო ოლქი

არც ერთი ქალი არ არის დასახელებული: ნაციონალური მოძრაობის 22 კანდიდატიდან, „თოფაძე, მრეწველების“ 4 კანდიდატიდან, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 35 კანდიდატიდან არც ერთი ქალი არ არის ანუ 61 კანდიდატიდან 0.

ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი

არც ერთი ქალი არ არის დასახელებული: ნაციონალური მოძრაობის 10 კანდიდატიდან, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 29 კანდიდატიდან არც ერთი ქალი არ არის ანუ 39 კანდიდატიდან 0.

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

118 კანდიდატიდან 9 ქალია (7,6%)

ამბროლაურის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 19 კანდიდატს შორის 1 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 6 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის,   საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 3 კანდიდატიდან არც ერთი ქალი არ არის ანუ 28 კანდიდატიდან 1 ქალია.

ონის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 18 კანდიდატს შორის 4 ქალია, ლეიბორისტული პარტიიდან 1 მამაკაცი, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატიდან 1 ქალია ანუ 24 კანდიდატიდან 5 ქალია.

ცაგერის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 16 კანდიდატს შორის 1 ქალია, ლეიბორისტების მხოლოდ 1 მამაკაცი ჰყავთ დასახელებული, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 27 კანდიდატიდან 1 ქალია ანუ 44 კანდიდატიდან 2 ქალი.

ლენტეხის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 11 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 4 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის,  საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 7 კანდიდატიდან 1 ქალია ანუ 22 კანდიდატიდან 1 ქალია.

იმერეთი

370 კანდიდატიდან 34 ქალია (9,2%)

ქუთაისის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 5 კანდიდატს, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 5 კანდიდატს, „თოფაძე, მრეწველების“ 1 კანდიდატს, საინიციატივო ჯგუფის 2 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის. ერთადერთი ქალია ლეიბორისტების სიაში, სადაც 5 კანდიდატს შორის 1 ქალია ანუ 20 კანდიდატიდან 1 ქალია.

ჭიათურის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 16 კანდიდატს შორის 1 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 14 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის, ლეიბორისტების 5 კანდიდატს შორის 1 ქალია, „თოფაძე, მრეწველების“ ორ კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის ანუ 37 კანდიდატიდან 2 ქალია

ტყიბულის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 10 კანდიდატს შორის 1 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 4 კანდიდატს, ლეიბორისტების 2 კანდიდატსა და „თოფაძე, მრეწველების“ 2 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის ანუ 18 კანდიდატსშორის 1 ქალია

ხარაგაულის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 20 კანდიდატს შორის 3 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 5 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის, „თოფაძე, მრეწველებს“ 1 მამაკაცი ჰყავთ დასახელებული, ლეიბორისტების 6 კანდიდატს შორის 1 ქალია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 10 კანდიტიდან 3 ქალია ანუ 42 კანდიდატიდან 6 ქალია.

თერჯოლის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 19 კანდიდატს შორის 2 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 5 კანდიდატიდან 2 ქალია, ლეიბორისტების 7 კანდიდატიდან არც ერთი ქალი არ არის,  „თოფაძე, მრეწველების“ 14 კანდიდატიდან არც ერთი ქალი არ არის, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატიდან 1 ქალია ანუ 50 კანდიდატიდან 5 ქალია.

საჩხერის საარჩევნო ოლქი

არც ერთი ქალი არ არის დასახელებული: ნაციონალური მოძრაობის 13 კანდიდატს, „თოფაძე, მრეწველების“ 4 კანდიდატს, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ 2 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის ანუ 19 კანდიდატიდან 0.

ზესტაფონის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 19 კანდიდატს შორის 2 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 9 კანდიდატიდან არც ერთი ქალი არ არის, ლეიბორისტების 8 კანდიდატიდან არც ერთი ქალი არ არის,  „თოფაძე, მრეწველების“ 4 კანდიდატიდან 1 ქალია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 15 კანდიდატიდან 2 ქალია ანუ 55 კანდიდატიდან 5 ქალია.

ბაღდათის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 13 კანდიდატს შორის 4 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 4 კანდიდატს შორის 1 ქალია, ლეიბორისტების 6 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის, „საქართველოს გზის“ 9 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 2 კანდიტიდან 1 ქალია ანუ 34 კანდიდატიდან 6 ქალია.

ვანის საარჩევნო ოლქი

არც ერთი ქალი არ არის დასახელებული: ნაციონალური მოძრაობის 20 კანდიდატსა და „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 4 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის ანუ 24-დან 0.

სამტრედიის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 15 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 14 კანდიდატს შორის 3 ქალია, ლეიბორისტების 4 კანდიდატს შორის 2 ქალია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 2 კანდიტიდან 1 ქალია ანუ 36 კანდიდატიდან 6 ქალია.

წყალტუბოს საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 17 კანდიდატს შორის 2 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 1 კანდიდატს, „თოფაძე, მრეწველებს“ 3 კანდიდატს, ლეიბორისტების 3 კანდიდატსა და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ 11  კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის ანუ 35 კანდიდატიდან 2 ქალია.

ხონის საარჩევნო ოლქი

ერთპარტიული არჩევნებია მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს კანდიდატები 12 კანდიდატს შორის 1 ქალია.

გურია

127 კანდიდატიდან 16 ქალია (12,6%)

ოზურგეთის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 29 კანდიდატს შორის 2 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 21 კანდიდატს შორის 2 ქალია, ლეიბორისტებს 1 მამაკაცი კანდიდატი ჰყავთ, „საქართველოს გზა“ – 8 კანდიდატიდან 2 ქალია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 8 კანდიდატიდან 1 ქალია ანუ 67 კანდიდატიდან 7 ქალია.

ლანჩხუთის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 16 კანდიდატს შორის 1 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 4 კანდიდატს შორის 1 ქალია, ლეიბორისტებს 1 მამაკაცი კანდიდატი ჰყავთ, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 13 კანდიდატიდან 3 ქალია ანუ 26 კანდიდატიდან 5 ქალია.

ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 23 კანდიდატს შორის 3 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 9 კანდიდატს შორის 1 ქალია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 2 კანდიდატიდან 2-ვე მამაკაცია ანუ 34 კანდიდატიდან 4 ქალი.

სამეგრელო-ზემო სვანეთი

297 კანდიდატიდან 32 ქალია (10,8%)

ფოთის საარჩევნო ოლქი

არც ერთი ქალი არ არის დასახელებული: ნაციონალური მოძრაობის 5 დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 5 და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 3 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის ანუ 13 კანდიდატიდან 0.

ზუგდიდის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 29 კანდიდატს შორის 2 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 14 კანდიდატს შორის 1 ქალია, ლეიბორისტებს 4 მამაკაცი კანდიდატი ჰყავთ, „საქართველოს გზა“ – 11 კანდიდატიდან 1 ქალია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 2 კანდიდატიდან ორივე მამაკაცია ანუ 60 კანდიდატიდან 4 ქალია.

აბაშის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 15 კანდიდატს შორის 1 ქალია, „თოფაძე, მრეწველების“ 9 კანდიდატს შორის და „საქართველოს გზის“ 3 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის ანუ 27 კანდიდატიდან 1 ქალია

სენაკის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 15 კანდიდატს შორის 3 ქალია, ლეიბორისტეიბს  6 კანდიდატს შორის 1 ქალია, „საქართველოს გზის“ 3 კანდიდატს შორისა და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ 1 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის ანუ 25 კანდიდატიდან 4 ქალია

მარტვილის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 21 კანდიდატს შორის 1 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 3 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის, ლეიბორისტების 3 კანდიდატს შორის 1 ქალია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 13 კანდიდატიდან 3 ქალია ანუ 40 კანდიდატიდან 6 ქალია.

ხობის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 21 კანდიდატს შორის 4 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 1 კანდიდატსა და „თოფაძე, მრეწველების“ 8 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 3 კანდიდატიდან 1 ქალია ანუ 33 კანდიდატიდან 5 ქალია.

წალენჯიხის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 14 კანდიდატს შორის 2 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილისა“ და ლეიბორისტების 1-1 მამაკაცი ჰყავთ დასახელებული, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 16 კანდიდატიდან 3 ქალია ანუ 32 კანდიდატიდან 5 ქალია.

ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 13 კანდიდატსა და „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 4 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის დასახელებული, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 8 კანდიდატიდან 1 ქალია ანუ 25 კანდიდატიდან 1 ქალია.

მესტიის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 16 კანდიდატსა და „თოფაძე, მრეწველების“ 5 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 23 კანდიდატიდან 6 ქალია ანუ 42 კანდიდატიდან 6 ქალია.

აჭარა

193 კანდიდატიდან 9 ქალია (4,7%)

ბათუმის საარჩევნო ოლქი

არც ერთი ქალი არ არის დასახელებული: ნაციონალური მოძრაობის 5 დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 5, „თოფაძე, მრეწველების“ 5, ლეიბორისტული პარტიის 4 და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 2 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის ანუ 21 კანდიდატიდან 0.

ქედის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 9 კანდიდატს შორის 1 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 7 კანდიდატს შორის 1 ქალია, ლეიბორისტული პარტიის 4 და „თოფაძე, მრეწველების“ 1 კანდიდატს შორის ქალი არ არის ანუ 21 კანდიდატიდან 2 ქალია

ქობულეთის საარჩევნო ოლქი

„დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 16 კანდიდატსა და ლეიბორისტული პარტიის 11 კანდიდატს შორის 1-1 ქალია, ნაციონალური მოძრაობის 20 კანდიდატს,  „თოფაძე, მრეწველების“ 3 კანდიდატსა და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ 8 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის ანუ 58 კანდიდატიდან 2 ქალია

შუახევის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 9 კანდიდატს შორის 1 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 8 კანდიდატს, ლეიბორისტული პარტიის 2 კანდიდატს, „თოფაძე, მრეწველების“ 2 კანდიდატსა და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ 5 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის, ანუ 26 კანდიდატიდან 1 ქალია.

ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 13 კანდიდატს შორის 1 ქალია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 13 კანდიდატს შორის 1 ქალია, ლეიბორისტული პარტიის 4, „თოფაძე, მრეწველების“ 2 კანდიდატსა და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ 2 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის, ანუ 31 კანდიდატიდან 2 ქალია.

ხულოს საარჩევნო ოლქი

ნაციონალური მოძრაობის 13 კანდიდატსა და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ 9 კანდიდატს შორის 1-1 ქალია. „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ 10, ლეიბორისტული პარტიის 3, „თოფაძე, მრეწველების“ 1 კანდიდატს შორის არც ერთი ქალი არ არის, ანუ 36 კანდიდატიდან 2 ქალია.

როგორც ვხედავთ, ქალთა მონაწილეობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის შიდა ქართლში (13,9%), მცხეთა-მთიანეთში (12,9%) ყველაზე დაბალი – აჭარაში (4,7%) და სამცხე-ჯავახეთში (6,4%).



კოდექსები და ლექსები ანუ რატომ არ მიდიან ქართველი ქალები პოლიტიკაში

თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, ოთხშაბათს, 4 ოქტომბერს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ოფისში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე:„კოდექსები და ლექსები: ქალი და ძალაუფლება საქართველოს თვითმმართველობაში“. დისკუსიის წინ ნაჩვენები იყო ლია ჯაყელის ფილმი „კოდექსები და ლექსები“ (ქართულ ენაზე რუსული სუბტიტრებით), რომლის მთავარი გმირი ქუთაისის თოჯინების თეატრის დირექტორი, ჟურნალისტი ია იაშვილია.

დისკუსიაში, რომელსაც კინომცოდნე გოგი გვახარია უძღვებოდა, მონაწილეობდნენ: ლია ჯაყელი - დოკუმენტური ფილმების რეჟისორი, „სტუდია მობილი – აქცენტი მოძრაობაზე“ დირექტორი; კახა კუკავა - საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ ბაგრატია, პროექტის „გენდერი სამხრეთ კავკასიაში“ ექსპერტი.

ერთი წლის წინ ია იაშვილი სათავეში ჩაუდგა ქუთაისის თოჯინების თეატრს, რომელიც დახურვის პირას იყო მისული. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ადამიანზე, რომელიც ცდილობს შეცვალოს გარემო, რომელშიც ცხოვრობს. რატომ არ მიდიან ასეთი ადამიანები პოლიტიკაში? დისკუსიის მონაწილეთა აზრით, დღევანდელ პოლიტიკურ ლიდერებს არ სჭირდებათ ადამიანები, რომელთა მართვა იოლი არ არის.

 

კოალიციის წევრებს! გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი საქმიანობის შესახებ.

 

გამოშვების რედაქტორი თინათინ მოსიაშვილი
899 11 32 02, tinatinmosiashvili@yahoo.com

© 2006 WCG     Created by Levan Chkheidze