 |
საქართველოს ქალთა
არასამთავრობო
ორგანიზაციების
კოალიცია |
„ქალს შეუძლია შეცვალოს“ – თვითმმართველობის არჩევნები და კოალიციის პარალელური კამპანია
ელექტრონული ახალი ამბები (გამოშვება #4)
სპეციალური გამოშვება
15 ნოემბერი
„ადამიანის ნება უნდა იყოს ხელისუფლების უმთავრესი წყარო. ეს ნება უნდა გამოიხატებოდეს პერიოდულ და არაფალსიფიცირებულ არჩევნებში, რომელიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაობის, თანასწორობის, ფარულობის და სხვა პრონციპების დაცვით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას“, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში.
დღევანდელ გამოშვებაში იხილეთ:
ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან
ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან – ქალები, რომლებმაც გაიმარჯვეს თვითმმართველობის არჩევნებში
5 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში ახალი წესით დაკომპლექტებული თვითმმართველობის ორგანოები დაკომპლექტდა. როგორ არიან წარმოდგენილი ქალები ახალ საკრებულოებში?
მონიტორინგმა აჩვენა, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კოდორის ხეობაში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში იყო. ამ რეგიონების საკრებულოებში ყველაზე მეტი ქალია წარმოდგენილი. დეპუტატ ქალთა 88% ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია.
თბილისის საკრებულოს 37 წევრიდან 34 ნაციონალური მოძრაობის წევრია, ამ პარტიის წევრია საკრებულოს წევრი 4-ვე ქალბატონიც (10,8%): სოფიო გიორგაძე, თამარ ნუცუბიძე, ხათუნა ოჩიაური და ქეთევან ქოჩორაშვილი.
კახეთის რეგიონში 209 დეპუტატიდან 26 ქალია (12,44%)
საგარეჯოს რაიონის საკრებულოს 31 წევრიდან 5 ქალია (16,13). პარტიული სიით გასული 10 დეპუტატიდან 4 ქალია – ლალი ღოღელიანი, მარინა ხატიაშვილი, ლეილა ოტიაშვილი, ცირა ტეტიაშვილი, 21 მაჟორიტარიდან მხოლოდ ერთი – ია ჩოლოგაური, გომბორის თემი, ყველა ქალი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია.
გურჯაანის რაიონის საკრებულოს 33 წევრიდან არც ერთი ქალი არ არის (0%).
სიღნაღის რაიონის საკრებულოს 24 წევრიდან 23 მამაკაცი და 23 ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია. ერთადერთი ქალი (4,17%) ვაქირის თემის მაჟორიტარი, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ნათელა გობეჯიშვილია.
დედოფლისწყაროს რაიონის საკრებულოს 22 წევრიდან 3 ქალია (13,64). 2 პარტიული სიით – ინგა შიოლაშვილი, „თოფაძე, მრეწველები“, ნუნუ ცაკაშვილი, ნაციონალური მოძრაობა, 1 მაჟორიტარი ოზაანის თემის რჩეული ლია სუხიტაშვილი, ნაციონალური მოძრაობა.
ლაგოდეხის რაიონის საკრებულოს 25 წევრიდან 4 ქალია (16%), ოთხივე პარტიული სიით: ქეთევან ტალახაძე, „თოფაძე, მრეწველები“, ნუნუ ღვალაძე, ინგა ნოზაძე, ევა ლომთაძე, ნაციონალური მოძრაობა.
ყვარლის რაიონის საკრებულოს 21 წევრიდან 5 ქალია (23,81%), 4 მათგანი არჩეულია პარტიული სიით: 3 ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია – მთვარისა ჯანგაძე, თამარ ზურიაშვილი, ქეთევან ჭიპაშვილი, 1 ლეიბორისტული პარტიის – თინათინ ნაცარაშვილი, 1 მაჟორიტარი – ლალი თედეიშვილი, კუჭატნის თემი, ნაციონალური მოძრაობა.
თელავის ერთპარტიული საკრებულოს 28 წევრიდან (ყველა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია) 2 ქალია (7,14%), ორივე პარტიული სიით ნაციონალური მოძრაობიდან – თინათინ ჯავახიშვილი და ნუნუ წიგნაძე.
ახმეტის საკრებულოს 25 წევრიდან 6 ქალია (24%): 4 პარტიული სიით – ციცინო ფიცხელაური, ვენერა თურქიაშვილი, ნარგიზა ილურიძე, ნათელა ცისკარიშვილი, 2 მაჟორიტარი – მანანა კუშტანაშვილი, ზემო ხალაწნის თემი, მზია მაისურაძე-გიგაური, ზემო ხოდაშნის თემი, ყველა მათგანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია.
ქვემო ქართლის რეგიონში 197 დეპუტატიდან 17 ქალია (8,62%)
რუსთავის საკრებულოს 15 წევრიდან 3 ქალია (20%). 1 პარტიული სიით – ნათია ნადირაშვილი, ნაციონალური მოძრაობა, 2 მაჟორიტარი – ნინო ბასილაშვილი და ლეილა აფციაური, ნაციონალური მოძრაობა.
გარდაბნის რაიონის საკრებულოს 34 წევრიდან 2 ქალია (5,88%), ორივე მაჟორიტარი და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი – ნუნუ წიკლაური, სოფელი გამარჯვება და ლიანა ზაალიშვილი, სოფელი კუმისი.
მარნეულის რაიონის საკრებულოს 28 წევრიდან 1 ქალია (3,57%), თამარისის თემის მაჟორიტარი თამარ გიქოშვილი, ნაციონალური მოძრაობა.
ბოლნისის რაიონის საკრებულოს 24 წევრიდან 1 ქალია (4,17%), პარტიული სიით გასული ნაციონალური მოძრაობიდან ქეთევან ლარცულიანი.
დმანისის რაიონის საკრებულოს 26 წევრიდან 1 ქალია (3,85%) – მაჟორიტარი დიდი დმანისის თემიდან ევა სელიმაშვილი, ნაციონალური მოძრაობა.
წალკის რაიონის საკრებულოს 40 წევრიდან 2 ქალია (5%), ორივე პარტიული სიით ნაციონალური მოძრაობიდან – ქეთევან ლაღიძე და მარიკა წიკლაური
თეთრიწყაროს რაიონის საკრებულოს 30 წევრიდან 7 ქალია (23,33%), 4 პარტიული სიით, 1 ლეიბორისტული პარტიიდან – ნუნუ ნათობაძე, 3 ნაციონალური მოძრაობიდან – ვალიდა კიკოლაშვილი, მანანა ბაიდარაშვილი, ჯულეტა ტოპუზისი, 3 მაჟორიტარი – თამარ დალაქიშვილი, კოდის თემი, ეკა ადიკაშვილი, მარაბდის თემი, ზინა დავითაშვილი, ჩხიკვთას თემი, სამივე ნაციონალური მოძრაობა.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 110 დეპუტატიდან 16 ქალია (14,55%)
მცხეთის რაიონის საკრებულოს 26 წევრიდან 4 ქალია (15,39%), 2 პარტიული სიით – მარინა ზურაბიშვილი და მაია წოწკოლაური, 2 მაჟორიტარი – ციური ხარანაული, ქსნის თემი, ინგა ტატიშვილი, მუხრანის თემი, ოთხივე ნაციონალური მოძრაობიდან.
დუშეთის რაიონის საკრებულოს 28 წევრიდან 4 ქალია (14,29%), 2 პარტიული სიით – თამარ გოგინაშვილი, ლეიბორისტული პარტია, შორენა გედევანიშვილი, ნაციონალური მოძრაობა, 2 მაჟორიტარი – იზოლდა წვერაძე, შუაფხოს თემიდან, ნაციონალური მოძრაობა, ეკა აფციაური, ლეიბორისტული პარტია.
თიანეთის რაიონის საკრებულოს 22 წევრიდან 4 ქალია (18,18%), 3 პარტიული სიით – ნანა დულუზაური, მერი ბოდაველი, ქეთევან შარმიაშვილი, ნაციონალური მოძრაობიდან, 1 მაჟორიტარი – შორენა მინდიკაური, ჩეკურაანთგორის თემი, ლეიბორისტული პარტია.
ყაზბეგის რაიონის საკრებულოს 16 წევრიდან 1 ქალია (6,25%), ნათელა სუჯაშვილი, ნაციონალური მოძრაობიდან.
ახალგორის რაიონის საკრებულოს 18 წევრიდან 3 ქალია (16,67%), 1 პარტიული სიით – ლია მიდელაშვილი, 2 მაჟორიტარი – სონია სუხაშვილი, ლარგისის თემი, ქეთევან კუმალამოვი, სალბიერის თემი, სამივე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია.
შიდა ქართლის რეგიონში 122 დეპუტატიდან 12 ქალია (9,84%)
კასპის რაიონის საკრებულოს 27 წევრიდან 4 ქალია (14,81%), 2 პარტიული სიით – მაკა სუხაშვილი, ნაციონალური მოძრაობა, ხათუნა თანანაშვილი, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი“, 2 მაჟორიტარი – მარინე ვაზაგაშვილი, კოდისწყაროს თემი, ნაციონალური მოძრაობა, მეტეხის თემი – თინათინ გეჯაძე, საინიციატივო ჯგუფი.
გორის რაიონის ერთპარტიული საკრებულოს (ყველა წევრი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია) 31 წევრიდან 3 ქალია (9,68%), 3-ვე მაჟორიტარი – ხათუნა ლომაური, დიცის თემი, ზაირა ტატუნაშვილი, ტირძნისის თემი, თამარ მურადოვი, ძიგერას თემი, ყველა ნაციონალური მოძრაობა.
ქარელის რაიონის საკრებულოს 27 წევრს შორის არც ერთი ქალი არ არის, არც პარტიული სიით, არც მაჟორიტართა შორის (0%).
თიღვის თემის საკრებულოს 14 წევრიდან 3 ქალია (21,43%) – ლია რევაზიშვილი, ხათუნა ახალკაცი, ლალი ჯავახიშვილი, სამივე პარტიული სიით ნაციონალური მოძრაობიდან.
ხაშურის რაიონის საკრებულოს 23 წევრიდან 2 ქალია (8,70%): 1 პარტიული სიით – ნინო ლომიძე, 1 მაჟორიტარი – მარიკა გემიაშვილი, ოსიაურის თემი, ორივე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 149 დეპუტატიდან 13 ქალია (8,72%)
ბორჯომის რაიონის საკრებულოს 23 წევრიდან 4 ქალია (17,39%), 1 პარტიული სიით – ქეთევან ხაჩიძე, 3 მაჟორიტარი – მარინა ლომიძე, ახალდაბის თემი, ნათელა გოგოლაძე, ყვიბისის თემი, მარინა სპიტარი, ციხიჯვრის სოფლის, ყველა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია.
ახალციხის რაიონის საკრებულოს 26 წევრიდან 3 ქალია (11,54%), სამივე პარტიული სიით ნაციონალური მოძრაობიდან: მარინე სუდაძე, თინათინ აკოფიანი და მერი ხაბეიშვილი.
ადიგენის რაიონის თითქმის ერთპარტიული საკრებულოს 25 წევრიდან (24 ნაციონალური მოძრაობის წევრია) 3 ქალია (12%), 1 პარტიული სიით – მზია კირთაძე, 2 მაჟორიტარი – ელენე ბალახაშვილი, აბასთუმნის თემი, როზა ლობჟანიძე, მლაშის თემი, სამივე ნაციონალური მოძრაობიდან.
ასპინძის რაიონის საკრებულოს 22 წევრიდან ერთი ქალია (4,55%) – მედიკო წინწკალაძე, პარტიული სიით ნაციონალური მოძრაობიდან.
ახალქალაქის რაიონის საკრებულოს 32 წევრიდან არც ერთი ქალი არ არის (0%).
ნინოწმინდის რაიონის საკრებულოს 21 წევრიდან 2 ქალია (9,52%), ორივე პარტიული სიით ნაციონალური მოძრაობიდან: მარინე ზალალიანი და ეთერ დავლაშერიძე.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 101 დეპუტატიდან 18 ქალია (17,82%)
ონის რაიონის თითქმის ერთპარტიული საკრებულოს 28 წევრიდან (27 ნაციონალური მოძრაობის წევრია) 8 ქალია (28,57%), აქედან 4 მაჟორიტარი: ანა ჭუმბაშვილი, სორის თემი, არჩვაძე ცისანა, ღარის თემი, გლოველი ნინო, შქმერის თემი, ბერელიძე ცისანა, შეუბნის თემი, 4 პარტიული სიით – მაია მეტრეველი, ესმა ბერელიძე, ეკატერინე ბერიშვილი, ანა მეტრეველი. ყველა ქალი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია.
ამბროლაურის რაიონის საკრებულოს 29 წევრიდან 4 ქალია (13,79%), 1 მაჟორიტარი – კატუშა ჭიჭინაძე-გოგსაძე, გელეგის თემი, ნაციონალური მოძრაობა. 3 პარტიული სიით: მარინა დვალი, ეკატერინე ჭიჭინაძე – ნაციონალური მოძრაობიდან, ნინო სოხაძე – „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი“.
ცაგერის რაიონის საკრებულოს 26 წევრიდან 5 ქალია (19,23%), 1 მაჟორიტარი თამილა გაბიძაშვილი, ტგიშის თემი, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი, 4 პარტიული სიით: 1 ლეიბორისტული პარტიიდან – მაკა ბენდელიანი, 3 ნაციონალური მოძრაობიდან მარინა ბურჯალიანი, მარინა სვანიძე და თამარ დავითულიანი.
ლენტეხის რაიონის საკრებულოს 18 წევრიდან 1 ქალია (5,56%) – მედიკო ხვისტანი პარტიული სიით გასული ნაციონალური მოძრაობიდან.
იმერეთის რეგიონში 299 დეპუტატიდან 26 ქალია (8,70%)
ქალაქი ქუთაისის საკრებულოს 15 წევრიდან 1 ქალია (6,67%), პარტიული სიით გასული მარინე ცირეკიძე, ნაციონალური მოძრაობა.
ხარაგაულის რაიონის საკრებულოს 30 წევრიდან 3 ქალია (10%), 1 პარტიული სიით – ლალი ლურსმანაშვილი, 2 მაჟორიტარი – ნინო ფხალაძე, ფარცხნალის თემი, ელენე ბანცაძე, წიფის თემი, სამივე ქალი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია.
თერჯოლის რაიონის თითქმის ერთპარტიული საკრებულოს 29 წევრიდან (28 ნაციონალური მოძრაობის წევრია) 4 ქალია (13,79%), 2 მაჟორიტარი – მარინა სოფრომაძე, როფოთის თემი, ნანა ბასილიძის, ჭოგნარის თემი, ხათუნა ზარნაძე, ნანა ქველიძე, ყველა ქალი ნაციონალური მოძრაობის წევრია.
საჩხერის რაიონის საკრებულოს 23 წევრიდან 3 ქალია (13,04%), სამივე პარტიული სიით გავიდა – თამარ მელიქიძე, მანანა ყიფშიძე, ნაციონალური მოძრაობა, ინგა ზამბახიძე, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი“.
ზესტაფონის რაიონის საკრებულოს 29 წევრიდან 3 ქალია (10,34%), 2 მაჟორიტარი – ჟუჟუნა კუსიანი, დაბა შორაპნის თემი, ლია ექვსეულიძე, ძირულას თემი, 1 პარტიული სიით – მაია პაიჭაძე, სამივე ქალი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია.
ბაღდათის რაიონის საკრებულოს 23 წევრიდან 5 ქალია (21,74%), 4 მაჟორიტარი: ნინო მშვილდაძე, ზეგნის თემი, რუსუდან გეწაძე, სოფელი მეორე ობჩა, მარინა გარუჩავა, ნერგეთის თემი, ლელა ბრეგაძე, სოფელი როხი, ყველა ნაციონალური მოძრაობა, 1 პარტიული სიით – ანჟელა ჭავჭანიძე, საქართველოს ლეიბორისტული პარტია.
ვანის რაიონის საკრებულოს 30 წევრს შორის არც ერთი ქალი არ არის.
სამტრედიის რაიონის საკრებულოს 25 წევრს შორის არც ერთი ქალი არ არის.
ხონის რაიონის საკრებულოს 22 წევრიდან 2 ქალია (9,09%), 1 მაჟორიტარი – გალენა ტაბიძე, კუხის თემი და 1 პარტიული სიით – შორენა ჭოლოკავა. ორივე ქალი ნაციონალური მოძრაობის წევრია.
ჭიათურის რაიონის საკრებულოს 26 წევრიდან 1 ქალია (3,85%), მაჟორიტარი ლალი ლოლაძე სოფელი ხრეითი, ნაციონალური მოძრაობა.
ტყიბულის რაიონის საკრებულოს 20 დეპუტატიდან (19 ნაციონალური მოძრაობის წევრია) 2 ქალია (10,0%), 1 მაჟორიტარი მაცაცო ჯინჯიხაძე, ორპირის თემი და 1 პარტიული სიით – სვეტლანა იოსელიანი, ორივე ნაციონალური მოძრაობის წევრია. 19 ნაციონალური მოძრაობის წევრია.
წყალტუბის რაიონის საკრებულოს 27 დეპუტატიდან (26 ნაციონალური მოძრაობის წევრია) 2 ქალია (7,41%), ორივე მაჟორიტარი და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია ნესტან კაკიტაძე, მექგენას თემი და მარინა ფურცხვანიძე, ოფურჩხეთის თემი.
გურიის რეგიონში 98 დეპუტატიდან 11 ქალია (11,22%)
ოზურგეთის რაიონის საკრებულოს 39 წევრიდან 5 ქალია (12,82%), 2 მაჟორიტარი – მაია ჩაგლეიშვილი, მთისპირის თემი, ირინე გაგუაძე, ძიმითის თემი და 3 პარტიული სიით გასული – ირინე საჯაია, ნინო კვაჭანტირაძე (ყველა ნაციონალური მოძრაობა) და ლელა ნაცვალაძე („დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი“).
ლანჩხუთის რაიონის საკრებულოს 26 წევრიდან 2 ქალია (7,69%), ორივე პარტიული სიით გავიდა – ირმა მგელაძე, ნაციონალური მოძრაობა და მაკა კვირკველია, „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი“.
ჩოხატაურის რაიონის საკრებულოს 33 წევრიდან 4 ქალია (12,12%), 3 მაჟორიტარი: მარინა თავაძე, ზემო ხეთის თემი, მანანა გოგიბერიძე, ქგენობნის თემი, მაია ბარამიძე, სოფელ შუასურების, 1 პარტიული სიით – ლია ჩიგოგიძე, ყველა ნაციონალური მოძრაობიდან.
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონში 257 დეპუტატიდან 27 ქალია (10,51%)
ქალაქ ფოთის საკრებულოში 15 დეპუტატიდან მხოლოდ ერთადერთია ქალი (6,66%) – დარეჯან ცხვიტარია. ის, ისევე როგორც საკრებულოს 14 წევრი ნაციონალური მოძრაობის წევრია.
აბაშის რაიონის საკრებულოს 26 წევრიდან 2 ქალია (7,69%), 1 მაჟორიტარი მანანა თედიაშვილი, ზანათის თემი და 1 პარტიული სიით – ნანა ბოკუჩავა, ორივე ნაციონალური მოძრაობის წევრია.
სენაკის რაიონის საკრებულოს 25 დეპუტატიდან 4 ქალია (16,0%), ყველა მაჟორიტარია და ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი: ნარგიზა გარუჩავა, ზემო ჭალადიდის თემი, ლეილა ხელაია, სოფელი ნოქალაქევი, თამილა სორდია, უშაფათის თემი და ლიმორა არდია, თეკლათის თემი.
მარტვილის რაიონის საკრებულოს 31 დეპუტატიდან ერთადერთი ქალია (3,22%) – მაჟორიტარი ნავგაზაგოს თემის რჩეული, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ნატო ჯღარკავა.
ხობის რაიონის საკრებულოს 31 წევრიდან 6 ქალია (19,35%), 4 მაჟორიტარი: ირმა კვარაცხელია, ახალხიბულის თემი, მანანა დოლბაძე, ზემო ქვალონის თემი, მედიკო ლატარია, თორსა-დღგაბის თემი, მერი ლაგვილავა, ქვემო ქვალონის თემი და 2 პარტიული სიით – მანანა ბუკია და მანანა შულაია. ყველა ქალი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია.
ზუგდიდის რაიონის საკრებულოს 41 წევრიდან 4 ქალია (9,75%), 3 მაჟორიტარი: ინგა ჩიკორია, ინგირის თემი, მარიკა თოდუა, რუხის თემი, ნაციონალური მოძრაობა, ნათია წითლანაძე, სოფელი ორსანტია, „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა“ 1 პარტიული სიით გასული – ირინე ჯიქია, ნაციონალური მოძრაობა.
წალენჯიხის რაიონის საკრებულოს 25 წევრიდან 5 ქალია (20,0%), 2 მაჟორიტარი: ნანი შამუგია, ქალაქ წალენჯიხა, მარინე კაკაჩია, ობუჯის თემი და 3 პარტიული სიით გასული: რუსუდან სამუშია, ლარისა თვალთვაძე და მაია ევსია, ყველა ქალი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია.
ჩხოროწყუს რაიონის საკრებულოს 37 წევრიდან 3 ქალია (8,11%), 2 მაჟორიტარი: ლია ჟვანია, დაბა ჩხოროწყუ, ვალენტინა შენგელია, ჭოღის თემი, ორივე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი და 1 პარტიული სიით გასული კესარია ყალიჩავა, ნაციონალური მოძრაობა.
მესტიის რაიონის ერთ-ერთი ყველაზე მრავალპარტიული საკრებულოს 26 დეპუტატიდან (9 წევრი არა ნაციონალური მოძრაობის, არამედ სხვა პარტიის წევრი ან დამოუკიდებელი კანდიდატია) 1 ქალია (3,85%), ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით გასული ლამზირა გურჩიანი.
აჭარის რეგიონში 129 დეპუტატიდან 10 ქალია (7,75%)
ქალაქ ბათუმის საკრებულოს 15 დეპუტატიდან არც ერთი ქალი არ არის (0%).
ქედის რაიონის საკრებულოს 19 წევრიდან 4 ქალია (21,05%), ოთხივე – მაია ირემაძე, ცაცა დევაძე, მზევინარ ბოლქვაძე, მზექალა თებიძე ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით არის გასული.
ქობულეთის რაიონის საკრებულოს 30 დეპუტატიდან (29 ნაციონალური მოძრაობის წევრია) 2 ქალია (6,66%), ორივე – ლამარა ქათამაძე და ნათელა ხარაზი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით არის გასული.
შუახევის რაიონის ერთპარტიული საკრებულოს (ყველა ნაციონალური მოძრაობის წევრია) 19 წევრიდან 2 ქალია (10,53%), 1 მაჟორიტარი რუსუდან შავაძე, დაბა შუახევი და 1 პარტიული სიით გასული მაკა მაკარაძე.
ხელვაჩაურის რაიონის საკრებულოს 23 წევრიდან 1 ქალია (4,35%) მაჟორიტარი ცისანა ბარამიძე, გონიოს თემი, ნაციონალური მოძრაობა.
ხულოს რაიონის საკრებულოს 23 წევრიდან 1 ქალია (4,35%), მაჟორიტარი გულნარა შაინიძე, სხალთის თემი, ნაციონალური მოძრაობა.
ლიახვის საარჩევნო ოლქში 28 დეპუტატიდან 6 ქალია (21,43%)
ქურთას თემის საკრებულოს 14 წევრიდან 2 ქალია (14,28%), ორივე: თამარ ღერკენაშვილი, მარი ხმიადაშვილი – ნაციონალური მოძრაობის სიით არიან გასული.
ერედვის ერთპარტიული საკრებულოს 14 წევრიდან 4 ქალია (28,57%), 3 პარტიული სიით: მარინა ქრისტესიაშვილი, ინგა ოქროპირიძე, მარინე უთნელიშვილი, 1 მაჟორიტარი – თამარ ბეწუნაშვილი, ოთხივე ნაციონალური მოძრაობის წევრია.
ზემო აფხაზეთის 14 დეპუტატიდან 9 ქალია (64,28%)
ზემო აფხაზეთის ერთპარტიული საკრებულო ქალთა ყველაზე დიდი რაოდენობით გამოირჩევა, 14 დეპუტატიდან 9 ქალია (64,28%), აქედან 2 მაჟორიტარი: ანა პაკელიანი და ლარისა გვიჩიანი, 7 პარტიული სიით გასული: ნანა გერლიანი, ნინო მიქიანი, ირმა დევდარიანი, ლალი წერედიანი, მარინა გურჩიანი, ქეთო არღვლიანი, ლია წულუკიძე. ყველა ქალი, ცხადია, ნაციონალური მოძრაობის წევრია.
საბოლოო მონაცემებით, საქართველოს ყველა რაიონისა და ქალაქის საკრებულოს 1750 წევრიდან 195 (ანუ 11,14%) ქალია.
მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის სიებში ქალები სხვა პარტიებთან შედარებით ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილი, საკრებულოში მოხვედრილ ქალთა უმეტესობა (172 ანუ თითქმის 88,20%) სწორედ ამ პარტიის წევრია, ან ამ პარტიის მიერ არის დასახელებული. როგორც ჩანს, საკრებულოში ძირითადად ის ქალები მოხვდნენ, რომლებსაც უკეთესი პოლიტიკური „ალღო“ აღმოაჩნდათ და მმართველ პარტიას დაუმეგობრდნენ. რაც შეეხება სხვა პარტიებს, საკრებულოს წევრ ქალთაგან 7 ლეიბორისტული პარტიის, 5 – „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“ ბლოკის, 2 – „თოფაძე, მრეწველების“, 1 – „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის“, 4 კი საინიციატივო ჯგუფის მიერ არიან წარდგენილი.
ქალაქ ბათუმის, ასევე გურჯაანის, ქარელის, ვანის, სამტრედიის, ახალქალაქის რაიონებში ქალებს, ეტყობა, მთლად არ ენდობიან და საკრებულოებში არც ერთი ქალი არ ჰყავთ წარმოდგენილი. ქალაქების ქუთაისისა და ფოთის, ასევე მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, ყაზბეგის, ასპინძის, ლენტეხის, ჭიათურის, მესტიის, ხელვაჩაურისა და ხოლოს რაიონების საკრებულოებში თითო ქალია.
რაც შეეხება ლიდერებს, ყველაზე მეტი ქალი ზემო აფხაზეთის (კოდორის ხეობის?!) საარჩევნო ოლქში აირჩიეს, 14-დან 9 (64,28%), შემდეგ მოდიან ონის რაიონი, სადაც საკრებულოს 28 წევრიდან 8 ქალია (28,57%), ახმეტის რაიონი (25-დან 6 ქალია ანუ 24%), ყვარლის რაიონი (21-დან 5 ქალია ანუ 23,8%), თეთრიწყაროს რაიონი (30-დან 7 ქალია ანუ 23,33%)... ქალაქებიდან ქალაქი რუსთავი, სადაც დეპუტატთა შორის ყოველი მეხუთე ქალია (15-დან 3 ანუ 20%).
რეგიონებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს (17,82%), შემდეგ მცხეთა-მთიანეთი (14,55%), კახეთი (12,44%), ყველაზე დაბალი აჭარას (7,75%), ქვემო ქართლს (8,62%), იმერეთსა (8,70%) და სამცხე-ჯავახეთს (8,67%).
კოალიციის წევრებს! მზადდება ელექტრონული ახალი ამბების მორიგი გამოშვება. გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი საქმიანობის შესახებ.
გამოშვების რედაქტორი თინათინ მოსიაშვილი
899 11 32 02, tinatinmosiashvili@yahoo.com
|