Georgian    Russian  
 

GenderMediaCaucasus

Women's Center

GenderInformationalPortal

მთავარი გვერდი > არჩევნები-2006 > თბილისში

 

შეხვედრები დეპუტატობის კანდიდატ ქალებთან

დემოკრატიისაკენ – ქალისა და მამაკაცის თანამშრომლობის გზით

28 სექტემბერი. თბილისი
თინათინ მოსიაშვილი

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველო ძალიან ბევრს დაკარგავს, თუ არ გამოიყენებს ძვირფას რესურსს – ნიჭიერი, მცოდნე და გამოცდილი ქალების სახით“, – ასეთია საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციისა და, კერძოდ, მისი ჯგუფის „ქალი და პოლიტიკა“ პოზიცია. სწორედ ამიტომ, არჩევნების წინ, მათი საქმიანობა პოლიტიკურ პარტიებთან, დეპუტატობის კანდიდატ ქალებთან მუშაობას ითვალისწინებდა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებლები  არც ისე სახარბიელოა: 1998 წელს ჩატარებული არჩევნებით საკრებულოს წევრთა შორის ქალები მხოლოდ 14% იყვნენ. 2002 წლის არჩევნების შედეგად ქალთა რიცხვმა საკრებულოებში კიდევ უფრო იკლო და პირველი დონის თვითმმართველობის ორგანოებში მხოლოდ 11,9% შეადგინა.

თუმცა, მიუხედავად სირთულეებისა, ქალები წარმოდგენილი არიან როგორც დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატთა შორის, ისე პარტიულ სიებში.  სექტემბრის ბოლოს ჯგუფის „ქალი და პოლიტიკა“ წევრები საქართველოს ყველა რეგიონში შეხვდნენ დეპუტატობის კანდიდატ ქალებს.

„შეხვედრები გვქონდა გურჯაანში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ამბროლაურში, ჩოხატაურში, ზუგდიდში, ბათუმში, დუშეთში, ახალციხეში. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებულმა ამ შეხვედრებმა აჩვენა, რომ ძალიან ბევრი მომზადებული ქალია, რომელთაც შესწევთ ძალა, ღირსეული გადაწყვეტილებები მიიღონ“, – ამბობს მაია კუპრავა-შარვაშიძე.

28 სექტემბერს თბილისში სასტუმრო „თორში“ ჯგუფის „ქალი და პოლიტიკა“ წარმომადგენლები თბილისის თვითმმართველობის არჩევნების დეპუტატობის კანდიდატ ქალებს შეხვდნენ.

„ჩვენი კამპანია – „ქალს შეუძლია შეცვალოს – მეტი ქალი პოლიტიკაში“ პოლიტიკურად ნეიტრალური კამპანიაა. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ მხოლოდ ერთ, რომელიმე პარტიას, ჩვენთვის მთავარია არჩევნების შედეგად მეტი ქალი მოვიდეს ხელისუფლებაში, რომ გადაწყვეტილებებიც, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება მიიღებს, უფრო ჰარმონიული და ეფექტური იყოს“, – აღნიშნა შეხვედრაზე კოალიციის წევრმა თამარ აბრამიშვილმა.

შეხვედრაზე 30-მდე ქალი კანდიდატი მოვიდა, ჭარბობდნენ „თოფაძე, მრეწველები“, რესპუბლიკელთა და კონსერვატორთა საარჩევნო ბლოკისა და „ზურაბიშვილი – საქართველოს გზის“ წარმომადგენლები.

„ყველა ქალს ვუსურვებ წარმატებას, მიმაჩნია, რომ პოლიტიკაში მეტი ქალის მოსვლა შეცვლის ქართულ პოლიტიკას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც მხოლოდ მცირე ხნით მოახერხა ქალ კანდიდატებთან შეხვედრა. 

გამოკვლევები აჩვენებს, რომ ქალებს მეტად აღელვებთ სოციალური საკითხები, ვიდრე მამაკაცებს. მაშინ, როდესაც მამაკაცები ფიქრობენ შეიარაღების, მეტი მოგების მიღების, უშიშროების საკითხებზე, ქალებს აინტერესებთ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ეს კი ნიშნავს, რომ საკრებულოს წევრი ქალი მეტად დაუჭერს მხარს სხვადასხვა სოციალური პროგრამის განხორციელებას, ანუ, სოციალურად დაუცველი ფენების საბინაო, ჯანმრთელობის, განათლების პრობლემების მოგვარებას.

ეს კარგად გამოჩნდა „თორში“ ჩატარებულ შეხვედრაზეც.

რას ფიქრობენ და რას ჰპირდებიან ამომრჩეველს დეპუტატობის კანდიდატი ქალები?

ლია ლაზაშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი, რესპუბლიკელ-კონსერვატორები: „მე ნაციონალური მოძრაობის სიით მოვედი საკრებულოში, მაგრამ დავინახე, რომ შემდეგ ბევრი რამ არ შესრულდა... ვაპირებ ბრძოლას უსამართლობის წინააღმდეგ“...  

ქეთი ახობაძე, რესპუბლიკელ-კონსერვატორები, „ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. საკრებულოს არჩევნების შემდეგ საპარლამენტო არჩევნებისთვის ვიბრძოლებ“.

მზია ხეთაგური, პოეტი, „თოფაძე, მრეწველები“: დღეს სამწუხაროდ, საქართველოში ღირსეული შრომით თავის რჩენა ძალიან ძნელია. შიმშილობა თავმოყვარეობას აკარგინებს ადამიანს, მე კი არ მინდა მშიერი და უთავმოყვარეო საქართველო, ოღონდ ფეხზე ვიდგეთ და ყველაფერი სულ ერთია. ამიტომაც ვარ მრეწველთა რიგში, რომ მათ ხალხის დასაქმება შეუძლიათ“.

 


საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია

2 ოქტომბერი

პრესრელიზი

„ქალს შეუძლია შეცვალოს“, – ასე ჰქვია საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ქალთა მონაწილეობის ხელსემწყობ საარჩევნო პარალელურ კამპანიას.

2 ოქტომბერს, 11.00-15.00 საათამდე სასტუმრო „ქორთიართ მარიოტში“ კოალიციის წარმომადგენლები კამპანიის წინასაარჩევნო შემაჯამებელ შეხვედრას გამართავენ.

როგორ მიმდინარეობს კოალიციის პარალელური კამპანია? რა აჩვენა თბილისსა და რეგიონებში ჩატარებულმა შეხვედრებმა და სემინარებმა? რატომ არის პარტიის სიებში ცოტა ქალი? რა პრობლემები ხვდებათ დეპუტატობის კანდიდატ ქალებს თბილისსა და რეგიონებში? რა აწუხებს ამომრჩეველს? რამდენად თავისუფალია მედია არჩევნების გაშუქებისას?   

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამ საკითხებს კოალიციის წევრები პარტიების ლიდერებს, დეპუტატობის კანდიდატ ქალებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნობენ. კოალიციის წევრებს საკმაოდ დიდი ინფორმაცია დაუგროვდათ, სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებმა  ბოლო პერიოდში საქართველოს ყველა რეგიონში ჩაატარეს შეხვედრები, სემინარები და ტრენინგები.

1 ოქტომბერს კოალიციის პარალელური კამპანიის პიკის დღეს თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი აქციები მიმართული იყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ქალთა და სოციალური საკითხების გააქტიურებისაკენ. პიკის დღის ცენტრალური ღონისძიება 9 აპრილის (ყოფილი ალექსანდრეს) ბაღში 1 საათზე დაიწყო. საქართველოს ბევრი მოქალაქე ჩაერთო ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშემწყობ კამპანიაში, რადგანაც ქალს შეუძლია შეცვალოს...

საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია აერთიანებს 80 ორგანიზაციას და ფიზიკურ პირს საქართველოს ყველა რეგიონიდან

საკონტაქტო პირები:
თინათინ მოსიაშვილი, 899113202
ლალი ნიკოლავა, 899414601
www.wcg.org.ge

 





სექტემბერი, 2006 წელი

პრესრელიზი

1 ოქტომბერს, 13.00 საათზე 9 აპრილის (ყოფილი ალექსანდრეს) ბაღში
საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია ატარებს წინასაარჩევნო პარალელური კამპანიის პიკის დღეს.

ამ დღეს კოალიცია აქციებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც ჩაატარებს.
ღონისძიებები მიმართული იქნება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ქალთა და სოციალური საკითხების გააქტიურებისაკენ.

აქციის ფარგლებში დაგეგმილია მრავალი საინტერესო ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების მონაწილეობით.

საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია აერთიანებს 80-ზემეტ ქალთა ორგანიზაციას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ლალი ნიკოლავა, ჟურნალისტი, ტელ.: 899414601, ელ-ფოსტა: nikolavalali@yahoo.com




საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ჯგუფმა „ქალი და განათლება“ 2006 წლის 5 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიათა სიების გენდერული ანალიზი განახორციელა თბილისის მასშტაბით

როგორ არიან წარმოდგენილი ქალები საარჩევნო სიებში?

თბილისში 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას  იღებს 6 პარტია. პარტიათა მიერ წარდგენილ კანდიდატთა სიებში ქალები შენდეგნაირად არიან წარმოდგენილი:

  1. ნაციონალები:
    11 ქალია, სულ 50 წევრია, ესე იგი 22%-ია ქალები
  1. ლეიბორისტები:
    12 ქალია, სულ 50 წევრია, ესე იგი 24%-ია ქალები
  1. ზურაბიშვილი – საქართველოს გზა:
    23 ქალია, სულ 50 წევრია, ესე იგი 46%-ია ქალები
  1. რესპუბლიკური და კონსერვატული პარტიების ბლოკი:
    14 ქალია, სულ 50 წევრია, ესე იგი 28%-ია ქალები
  1. თოფაძე, მრეწველები:
    12 ქალია, სულ 33 წევრია, ესე იგი 36%-ია ქალები
  1. ეროვნული იდეოლოგიის პარტია:
    1 ქალია, სულ 7 წევრია, ესე იგი 14%-ია ქალები

ამავე დროს, პარტიულ სიებში ბევრია სარეზერვო კანდიდატი:

  1. ნაციონალები:
    11 ქალია, სულ 50 წევრია, ესე იგი 22%-ია ქალები. აქედან 1-ია სარეზერვო, ამრიგად, ძირითადი 10 ქალია, ანუ 20%
  1. ლეიბორისტები:
    12 ქალია, სულ 50 წევრია, ესე იგი 24%-ია ქალები. აქედან 5-ია სარეზერვო, ამრიგად, ძირითადი 7 ქალია, ანუ 14%
  1. ზურაბიშვილი – საქართველოს გზა:
    23 ქალია, სულ 50 წევრია, ესე იგი 46%-ია ქალები. აქედან 14-ია სარეზერვო, ამრიგად, ძირითადი 9 ქალია, ანუ 18%
  1. რესპუბლიკური და კონსერვატული პარტიების ბლოკი:
    14 ქალია, სულ 50 წევრია, ესე იგი 28%-ია ქალები. აქედან 7-ია სარეზერვო, ამრიგად, ძირითადი 7 ქალია, ანუ 14%
  1. თოფაძე, მრეწველები:
    12 ქალია, სულ 33 წევრია, ესე იგი 36%-ია ქალები. აქედან 3-ია სარეზერვო, ამრიგად, ძირითადი 9 ქალია, ანუ 27%
  1. ეროვნული იდეოლოგიის პარტია:
    1 ქალია, სულ 7 წევრია, ესე იგი 14%-ია ქალები. სარეზერვო აქ სურათს არ ცვლის

მნიშვნელოვანია იგივე ინფორმაციის განხილვა სიაში ქალების რიგის თვალსაზრისით:

ნაციონალები – 50 წევრი

ლეიბორისტები - 50 წევრი

ზურაბიშვილი – საქართველოს გზა – 50 წევრი რესპუბლიკური და კონსერვატული პარტიების ბლოკი – 50 წევრი თოფაძე, მრეწველები – 33 წევრი
5 8 2 2 8
12 14* 4 4 13*
14* 15 7 12 14
16 19* 12 14* 15
17 29 13 15 18
18 33 17 17* 21
24 37 20 19* 22
26 38* 22 20 26
45 39* 25 23 27*
48 40* 27* 26* 28*
  43* 28* 35* 29*
  49* 31* 37 33
    33* 40*  
    34* 4*  
    35*    
    36*    
    37*    
    40*    
    41*    
    42*    
    45*    
    47*    
    49*    

როგორც ნათლად ჩანს, აქაც, სალომე ზურაბიშვილის პარტია ლიდერობს, რადგან მასთან პირველ 12 კანდიდატში 4 ქალია, რესპუბლიკელებში და კონსერვატორებში – 3, ხოლო დანარჩენ პარტიებში 2 და სულაც ერთი.



16 სექტემბერი

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ერთიან პროექტს, რომელსაც ქალთა დაწინაურების პარალელური კამპანია ეწოდება, საკოორდინაციო ჯგუფი ხელმძღვანელობს. ჯგუფში შედიან კოალიციის სამუშაო ჯგუფებისა და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები. პარალელური კამპანიის შტაბში თავს იყრის ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. საკოორდინაციო ჯგუფს სამუშაო ჯგუფების კოორდინაცია, საორგანიზაციო, საინფორმაციო და ანალიტიკური სამუშაოს ჩატარება ევალება.

ახლა ზუსტდება პარალელური კამპანიის პიკის დეტალები. პიკის დღედ 1 ოქტომბერი შეირჩა. ამ დღეს დაგეგმილია მრავალრიცხოვანი აქციები, რომლების მიმართული იქნება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ქალთა და სოციალური საკითხების გააქტიურებისაკენ. პიკის დღის ცენტრალურ არენად შერჩეულია 9 აპრილის (ყოფილი ალექსანდროვის) ბაღი, სადაც ღონისძიება 1 საათზე დაიწყება. ამ დღეს აქციები ჩატარდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც.

გალინა პეტრიაშვილი

 

© 2006 WCG     Created by Levan Chkheidze